შენ მორიგი გასაუბრებიდან ბრუნდები და წუწუნებ, რომ „საოცარი“ და „ჩამჭრელი“ შეკითხვები „მოგაყარეს“, რომლებისთვისაც არ იყავი მზად და დაიბენი? რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე მოულოდნელი შეკითხვებიც შეიძლება დაგისვან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელს აინტერესებს შენი წარსული სამუშაო ადგილი, უნარ-ჩვევები და განათლება. შესაბამისად, შენზე უკეთ ვინ გადმოსცემს შენივე გამოცდილებას და ხასიათს? თუმცა წინასწარ მომზადება მხოლოდ წაგადგება, ამიტომ გადახედე ქვემოთ ჩამოთვლილ 50 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას, რომლებსაც HR მენეჯერები გასაუბრების დროს სვამენ.