Tags

თავის მოვლა, შენი ხელით

ანტიცელულიტური სკრაბი სახლის პირობებში 

ბიკინის სეზონი გახსნილია და ჩვენც გვინდა მაქსიმალურად კარგად გამოვიყურებოდეთ! ცელულიტი მოდელებისთვისაც არ არის უცხო და ისინი ხშირად იყენებენ სკრაბებს მის საწინააღმდეგოდ. გთავაზობთ ანტიცელულიტურ სკრაბს ყავისგან, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს და რაც მთავარია საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში. მოსამზადებლად დაგჭირდება: 1 ჭიქა მსხვილად დაფქული ყავა…

თავის მოვლა, შენი ხელით

როგორ დავამზადოთ იდეალური სკრაბი ტუჩებისთვის? 

გინდა რბილი ტუჩები მკვდარი უჯრედების გარეშე? ამისთვის (კბილის ჯაგრისით “ტუჩების აფუმფულების” გარდა) შეგიძლია სპეციალური სკრაბები გამოიყენო, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლია ძალიან მარტივად! pink.ge გასწავლის რამდენიმე მარტივ რეცეპტს. მარწყვის სკრაბი პირველ რიგში გააკეთე შაქრის, ზეითუნის ზეთის და თაფლის მიქსი, აურიე ერთმანეთში ფაფისებრი მასის მიღებამდე ბოლოს კი,…

სიყვარული

როგორ გამოვიცნოთ შეყვარებული მამაკაცი 

დამეთანხმები, მამაკაცები ცოტა უცნაურები არიან. რთულია მათი გრძნობების გამოცნობა, რადგან მათი უმეტესობა ემოციების გამომჟღავნებას ერიდება, ან თავადაც ვერ ხვდება, რომ ის, რასაც შენ მიმართ განიცდის ცოტა (ან ბევრად) მეტია, ვიდრე მოწონება და მეგობრობა. დააკვირდი თქვენს ურთიერთობას, მის შენდამი დამოკიდებულებას და შემდეგ წაიკითხე 10 ნიშანი, რომელიც ცხადად გეუბნება: ის შენზე შეყვარებულია!

სახლი

9 საკვები, რომელიც არ უნდა შეინახო მაცივარში 

ადამიანები თითქმის ყველაფერზე ვდაობთ. ერთ–ერთი ასეთი საკითხია, როგორ და სად უნდა შევინახოთ საკვები პროდუქტები. თუმცა, არის გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომელთაც მაცივარში არაფერი ესაქმებათ. შენ წინაშეა 10 ასეთი საკვები: 1. პომიდორი მაცივარში შენახული პომიდორი კარგავს გემოს, დაბალი ტემპერატურა აჩერებს დამწიფების პროცესს, პომიდორს კი დამწიფება აძლევს გემოს. მაცივარი…

სახლი, შენი ხელით

5 DIY რჩევა: როგორ გამოიყენო ყინულის ფორმები 

ყინულის ფორმები მშვენიერი გამოგონებაა, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ ბევრ რამეში შეიძლება, იდეალურია მინი დესერტების მოსამზადებლად. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადო ორიგინალური, მარტივი და გემრიელი დესერტი.

პაემანი, სიყვარული

10 მიზეზი თუ რატომ ჯობია ყავა შეყვარებულს 

ვალენტინობის მარტო შეხვედრა სულაც არ არის ტრაგედია. შეგიძლია, სადმე მყუდროდ მოკალათდე ფინჯანი ყავით და ბევრად უკეთ იგრძნო თავი, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ერთად. რატომ? 1. კარგი ყავა სიყვარულზე გემრიელია შეგიძლია აღწერო როგორი გემო აქვს სიყვარულს? სამაგიეროდ, ერთი ფინჯანი გემრიელი ყავის შესახებ ყველას შეგიძლია უამბო და…

სახლი

ორგანიზების დღე #2: მაკიაჟის ფუნჯების მოწესრიგება 

იმის მაგივრად, რომ მაკიაჟის ფუნჯები კოსმეტიკის ჩანთაში ჩატენო, აჯობებს ყავით სავსე პატარა ქილებში ან ჭიქებში მოათავსო. ასე კოსმეტიკის ჩანთა არეული აღარ იქნება და თან საშუალება მოგეცემა შენი ფუნჯების კოლექცია ყველას დასანახად გამოფინო.  ყავის მარცვლები კი ოთახში სასიამოვნო სუნს დაატრიალებს და ამას გარდა სუნამოს შერჩევის დროს…

თავის მოვლა

როგორ მოვიწესრიგოთ ძილი 

იმისათვის, რომ საყვარელი საქმე ხალისიანად ვაკეთოთ, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა  და ენერგია შევინარჩუნოთ, საჭიროა ვიძინოთ. იმდენი მაინც, რომ მთელი დღე რბილ ლეიბზე და ბალიშზე არ ვიოცნებოთ. ამასთან, ძილი ხარისხიანი უნდა იყოს. მე სადმე ლაშქრობაში 6-საათიანი ძილი თუ მყოფნის, თბილისში მინიმუმ 8-9 საათი მჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ…

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.