Tags

განშორება

როგორ იყოფა მეუღლეთა საერთო ქონება განქორწინებისას? 

მეუღლეთა საერთო ქონება შეიძლება რომელიმე მეუღლის მოთხოვნით გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ მეუღლეები ვერ შეთანხმდნენ, მაშინ დავას სასამართლო წყვეტს.

წარმატება

რა როლს ასრულებს მთავრობა ეკონომიკაში? 

გავრცელებული აზრის მიხედვით, რაც უფრო ნაკლებად ერევა მთავრობა ეკონომიკაში, მით მეტად თავისუფალი და სწრაფად განვითარებადია ეკონომიკა. თუმცა არსებობს რიგი ფუნქციებისა, რომელიც სწორედ სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, რადგან კერძო ბიზნესს ამ ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, ან კონკრეტული საქონლის/მომსახურებების წარმოება არამომგებიანია. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფო ხელმძღვანელობს და მართავს…

ურთიერთობები

ქორწინების ბათილობა 

წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

მნიშვნელოვანი

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.