Tags

Events, მნიშვნელოვანი, სიახლეები

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

ხვალ, 25 ნოემბერს, 13:00-ზე პუშკინის სკვერში ქალები შსს-ს სპეც.დანაყოფის შექმნის მოთხოვნით იკრიბებიან. “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ივენთის ლინკი: შეუერთდი აქ. ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე…

სტილი

H&M-ის ფემინისტური სარეკლამო კამპანია 

მოდის გიგანტმა, ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა H&M საზოგადოებას ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ფემინისტური და ორიგინალური სარეკლამო კამპანიის საშუალებით შესთავაზა. ძლიერი, თანამედროვე, დამოუკიდებელი ქალი გახდა  H&M-ის დიზაინერების შთაგონების წყარო და კოლექციის დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ქალებისთვის შეიქმნა. “იყო ლედი, ნიშნავს აკეთო ის, რაც შენ გინდა” –  სწორედ ესაა ბრენდის მთავარი გზავნილი, ხოლო…

მნიშვნელოვანი

ყველაზე საინტერესო სარვამარტო ფეისბუქ-პოსტები [განახლებადი] 

8 მარტს ფეისბუქზე აშკარად შეინიშნებოდა ქალთა აქტიურობა და ქალებისთვის აქტუალური პრობლემები არაერთხელ წამოიჭრა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პოსტს :) ბავშვობაში ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭად იქცევიო. ჰოდა გავეკიდე ერთხელ ცისარტყელას. მივდი… Posted by Theo Baiashvili on Tuesday, March 8, 2016 12 quotes women need in…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი, წარმატება

ფიზიკოსი გოგონა ყავისფერი ქამრით 

  “გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე და ამით ოჯახში ყველა ძალიან გავაკვირვე. არავის უფიქრია, რომ ოდესმე ტექნიკური საგნებისკენ გამიწევდა გული. არჩევნის გაკეთებისას დედაჩემის სიტყვებით ვიხელმძღვანელე: “აირჩიე ის, რისი კეთებაც სიცოცხლის ბოლომდე არ მოგბეზრდება.” – ასე მოხვდა 19 წლის სალომე ჩილაჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. “აირჩიე ის,…

მნიშვნელოვანი

“ქალებს, რომელებიც ზრდიან მოძალადეებს…” 

ამ წუთებში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება მაია ასათიანის ინტერვიუ, რომელიც ახალი არხის, “მარაოს” თემატიკასთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობასაც ეხება. საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მკითხველებისთვის მიგვეწოდებინა  ის მოსაზრებანი, რომელსაც ქალბატონი მაია მოურიდებლად, თავდაუზოგავად გვიზიარებს. თითოეულმა ქალმა კარგად უნდა გაითავისოს ის, რომ ყოველივეს სათავე თავად თუ არაა, ის…

მნიშვნელოვანი

როგორ „ამოვიცნოთ“ ფემინისტი 

ხშირად მქონია შემთხვევა, როცა თანამოსაუბრე უცებ წყვეტს კამათს და ცხვირაბზუებული მეუბნება: „აუ, შენ ფემინისტი ხარ?“ რატომღაც სიტყვა „ფემინისტს“ ისეთი ნეგატიური ემოცია მოაქვთ ადამიანებში, რომ ძალაუნებურად ვიწყებ იმის მტკიცებას, რომ ავტომატურად ფემინისტი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც, მინიმუმ, ცოლების ცემა-ტყეპის ან მკვლელობის შემთხვევებზე თმები ყალყზე უდგება….

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი, სასარგებლო რესურსები

ხელოვნური განაყოფიერება, სუროგაცია 

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო. სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს დასაქორწინებელ, აგრეთვე, შვილის ყოლის მსურველ წყვილთა უფასო ნებაყოფლობით სამედიცინო – გენეტიკურ კონსულტაციას. ხელოვნური განაყოფიერება მთელს მსოფლიოში უშვილობასთან ბრძოლის ერთ-ერთი…

მნიშვნელოვანი

ამოიცანი მოძალადე! 

დამთრგუნველია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით: განვითარებულ ათასწლეულში ჯერ კიდევ არსებობენ მოძალადე მამაკაცები და მსხვერპლი ქალები. ნიშანდობლივია, რომ ძალადობა ოჯახში ან სექსუალური ძალადობა ქალზე ტაბუირებული თემებია. ამაზე არ ლაპარაკობენ და ხშირ შემთხვევაში ითმენენ. ყველაზე ცუდი ისეთი შემთხვევებია, როდესაც ქალები ვერც აცნობიერებენ მათზე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთ სახეს. პირველი ეტაპი ძალადობისგან თავის დასაღწევად იმის გაცნობიერებაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ. ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ძალადობის სახეები, რათა იოლად შევძლოთ თავის დაცვა ან თავის დაღწევა სიტუაციიდან.

მნიშვნელოვანი

15 წლის გოგონა გენდერული თანასწორობისთვის 

თამთა კახაბერიძე თურქეთის მოსაზღვრე პატარა სოფელ კირნათიდან ამბობს, რომ მედია წიგნიერება მას საქართველოში მცხოვრები ქალების პრობლემების უკეთ დანახვაში დაეხმარა და ამ საკითხების მედიაში გაშუქებაც ასწავლა.

მნიშვნელოვანი

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ…