Tags

წარმატება

ინტერვიუზე დასმული 50 გავრცელებული შეკითხვა 

შენ მორიგი გასაუბრებიდან ბრუნდები და წუწუნებ, რომ „საოცარი“ და „ჩამჭრელი“ შეკითხვები „მოგაყარეს“, რომლებისთვისაც არ იყავი მზად და დაიბენი? რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე მოულოდნელი შეკითხვებიც შეიძლება დაგისვან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელს აინტერესებს შენი წარსული სამუშაო ადგილი, უნარ-ჩვევები და განათლება. შესაბამისად, შენზე უკეთ ვინ გადმოსცემს შენივე გამოცდილებას და ხასიათს? თუმცა წინასწარ მომზადება მხოლოდ წაგადგება, ამიტომ გადახედე ქვემოთ ჩამოთვლილ 50 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას, რომლებსაც HR მენეჯერები გასაუბრების დროს სვამენ.

წარმატება

როგორ შევეწყოთ უფროსს – 7 ნაბიჯი იდეალური თანამშრომლისთვის 

სამსახურში ურთიერთობები თანატოლ თუ ზემდგომ კოლეგებთან მნიშვნელოვანია. ბიზნეს ეთიკის ცოდნა და დაცვა კი – აუცილებელი. უფროსთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობის დამყარება ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, რადგან თქვენ ორნი უშუალო კონტაქტში იმყოფებით ერთმანეთთან დღის უმეტესი ნაწილის განმავლობაში და თანაარსებობის გამარტივება ორივესთვის მომგებიანია იმიტომ, რომ ხშირად სამსახურებრივი პრობლემები სახლში…

წარმატება

8 რამ, რასაც ჭეშმარიტი ლიდერები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებენ 

იშვიათად შეხვდები ლიდერს, რომელიც სხვებისაგან გამოცდილი და წარმატებული ადამიანებით სავსე ოთახშიც კი გამოირჩევა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ქარიზმატული და მიმზიდველია, ერთი შეხედვითაც შეძლებ იმის დანახვას, რომ უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებს და იქცევა. მართალია, ზოგი ლიდერობისთვის არის დაბადებული, მაგრამ ვერასდროს გახდები ჭეშმარიტად გამორჩეული “მესაჭე”, თუ არ გაქვს სათანადო ცოდნა,…

წარმატება

5 გარდაუვალი დიალოგი ფინანსებზე 

„ფული დელიკატური თემაა“ – გვსმენია ბევრი ადამიანისგან. ამ საკითხზე საუბარი გვერიდება – „რას ამბობ, უხერხულია!“ არადა, რამდენი შეცდომის არიდება შეგვეძლო დასაწყისშივე, სათანადო პირებს რომ გავსაუბრებოდით და მათი აზრი და რჩევებიც გაგვეთვალისწინებინა. უახლესი ფინანსური კვლევის საფუძველზე, მომხმარებელთა 71% არასწორად გეგმავს ბიუჯეტს, რაც მათ ნერვულ სისტემაზეც აისახება….

წარმატება

იცოდე, რისი უფლება გაქვს სამსახურში 

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ტყუილად კი არ იყო ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი. შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშთოს შენი დამსაქმებლის სახიდან. შენ გაქვს უფლება: 1. გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და…

წარმატება

10 რამ, რაც ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა გააკეთო 

სამუშაო დღის პირველი საათები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი დღის მუშაობაზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია შეიმუშაო ყოველდღიური რიტუალი, რომელიც სამუშაოს რუტინაში ჩართვაში დაგეხმარება, გახდები უფრო პროდუქტიული და წარმატების მიღწევაშიც ხელს შეგიწყობს. ეს სტატია დაფუძნებულია მსოფლიო HR-ექსპერტების მოსაზრებებზე და ნამუშევრებზე. 1. დროულად გამოცხადდი სამსახურში დასაქმებულ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ეს…

წარმატება

7 თანამშრომელი, რომელთანაც უნდა იმეგობრო 

შენ ყოველთვის ბევრს მუშაობდი, გამირჩეოდი ბრწყინვალე იდეებით და კარგად შესრულებული პროექტებით, ამიტომაც დაგაწინაურეს. გილოცავ! :)  ეს ძალიან კარგია და იმედია აქ გაჩერებას არ აპირებ. თუ გინდა კარიერული კიბის შემდეგ საფეხურზე ახვიდე, აუცილებელია სამსახურში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. თუ ყველასთან არა, იმ 7 ადამიანთან მაინც, რომლებიც…

წარმატება

11 რჩევა ახალ სამსახურეობრივ გარემოსთან ადაპტაციისთვის 

ახალი სამსახური როგორი სასიამოვნო და სასიხარულოც არ უნდა იყოს, ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ახალ გარემოსთან მოგიწევს ადაპტაცია და ახალ ხალხში თავის დამკვიდრება. ძალიან კარგია, თუ ახლობელი ან მეგობარი დაგხვდება, რომელიც ამაში დაგეხმარება, რჩევებს მოგცემს და ყველაფერს აგიხსნის. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევებიც იმისათვის, რომ ახალ ადგილას ადაპტირება მაქსიმალურად ადვილი იყოს.

წარმატება

უფროსის ოფისში (ნაწილი III) 

თქვენ უკვე გაქვთ მონახაზი, იცით რა არ უნდა თქვათ უფროსთან შეხვედრაზე, გაიარეთ პატარა ტრენინგი და ხელმძღვანელის პირისპირ ხართ მოკალათებული მის კაბინეტში.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ანაზღაურების მომატების თხოვნით უფროსობასთან დიალოგის გამართვა ორ, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელაა რეკომენდირებული.
ეცადეთ, მაქსიმალურად კეთილგანწობილი და ნაკლებ სერიოზული ტონი შეარჩიოთ. უფროსმა არ უნდა შეამჩნიოს თქვენი დაძაბულობა. და აი, ამ ნოტზე დაიწყეთ პრეზენტაცია.