Tags

სტილი

ინტერნეტ შოპინგი 

როგორ იქცევი მაშინ, როცა მაღაზიებში მთელი დღის ბოდიალის შემდეგ ვერ იპოვე ის, რაც გინდოდა?! ხელში შემორჩენილ ნებისმიერ ნივთს ყიდულობ, თუ ხელცარიელი, გაფუჭებული ხასიათით ბრუნდები სახლში?! სამუშაო დრო არ გიწყობს ხელს საყიდლებით ისიამოვნო? მე მჯერა, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ამ შემთხვევაში გვირაბის ბოლოს სინათლე ინტერნეტ…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.