Tags

სახლი

ორგანიზების დღე #24: ჯინსების ორგანიზება 

თუ ჯინსები საძინებლის იატაკზე გიყრია, გამოყავი 15 წუთი და შემდეგნაირად მოიქეცი. მოძებნე ხის კვადრატული ყუთი, რომელიც შენი გარდერობის ზედა თაროზე თავისუფლად შეეტევა დაიწყე ჯინზების დახვევა წელის მხრიდან, ასე დახვეული ჯინსები ვიზუალურად უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე დაკეცილი. დააჯგუფე ფერების და სტილის მიხედვით. ექპერტული რჩევა: ის ჯინსები, რომლებსაც ნაკლებად…

სახლი

ორგანიზების დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯი 

სივრცის დაზოგვა ისეთი ავეჯით შეგიძლიათ, რომელიც ორმაგ სამუშაოს ასრულებს. მაგალითად ლამაზ ნაჭერ გადაფარებული ტელევიზორის მაგიდა შეიძლება ზედმეტი წიგნების, ჟურნალების და DVD-ების შესანახად გამოიყენო. ჩვეულებრივ წიგნების თაროს შეუკერე ლამაზი გადასაფარებელი ზედმეტი ნივთები შიგნით შეაწყვე და გადასაფარებელი ჩამოაფარე, რომ ტელევიზორის ყურებისას ყურადღება არ გაგიფანტოს. Expert tip: გამოიყენე ყუტაები,…

სახლი

ორგანიზების დღე #22: საყურეების ფუტლიარი 

კონტაქტური ლინზების შესანახი ყუთი საუკეთესოა მგზავრობის დროს პატარა საყურეების შესანახად. ექსპერტული რჩევა: თუ კონტაქტურ ლინზებს არ ხმარობ, ცარიელი წამლის ფლაკონიც გამოდგება.

სახლი

ორგანიზების დღე #21: თეთრეულის კომპლექტი 

თეთრეულის კარადის მოწესრიგება ამ მარტივი რჩევის მიხედვით შეგიძლია. ამიერიდან ერთი კომპლექტაციის ლოგინის თეთრეულის შემადგენელი ნაწილების ძებნა აღარ მოგიწევს. როგორ გავაკეთოთ: ბალიშის პირი და ზეწარი საბნის პირში ჩაკეცე ისე, რომ კარადიდან გამოღებისას ყველაფერი ერთმანეთს გამოყვეს. ექსპერტული რჩევა:  თუ შენი თეთრეულის კარადაში პირსახოცების კომპლექტებიც მოიძებნება, ისინიც შეგიძლია…

სახლი

ორგანიზების დღე #20: ჩანთების კაუჭი 

გარდერობში თაროების და სხვა ჰორიზონტალური სივრცის დასაზოგად, შეგიძლია ჩანთები კედელზე ან გარდერობის შიდა კედელზე მიმაგრებულ ზიგზაგურ კაუჭებზე ჩამოკიდო. ექსპერტული რჩევა: ასეთი ტიპის კაუჭები აბაზანისთვისაც გამოდგება. კაუჭები შეგიძლია სააბაზანოში შესასვლელ კარებზე მიამაგრო და პირსახოცების საკიდად გამოიყენო.

სახლი

ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსო 

თუ გასაღებები ყოველთვის გეკარგება, ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური სივრცე უნდა შექმნა. შემოსასვლელ კარებთან მდგომ რომელიმე ტუმბოზე პატარა ლანგარი ან ლამბაქი დადე, სადაც შემოსვლისთანავე დადებ გასაღებებს, სათვალეს და მოყოლილ ხურდა ფულს. ექსპერტული რჩევა: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შინასამმართველო კუთხის შექმნაზე. შეგიძლია გასაღებების სათავსო სწორედ ამ კუთხეში მოაწყო.

სახლი

ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელი 

კარადაში შელაგებულ ჩექმებს ფორმა რომ არ დაეკარგოთ, შეგიძლია შიგ დახვეული ძველი ჟურნალები ჩატენო. რაც უფრო სქელია ჟურნალი, მით უფრო კარგად დაიჭერს ჩექმის ყელს, ამიტომ ჯობია პრიალა ჟურნალები გამოიყენო.

სახლი

ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნები 

თუ გენერალური დალაგებისთვის დრო არ გაქვს, სახლში შექმნილი არეულ-დარეულობა შეგიძლია თუნუქის ან თიხის ქოთნებში მიმალო. სტრატეგიუილ ადგილებში მათი განთავსება სახლს ერთი-ორად გაახალისებს. შეგიძლია ქოთნები შემოდგა წიგნების თაროებზე და კომოდებზე. შიგ კი სხვადასხვა თვალში მოხვედრილი ნივთები ჩაყარო, მაგალითად ტელეფონის დამტენები, ტელევიზორის პულტები და სხვა…

სახლი

ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებები 

თუ შენს აცმაზე ბევრი გასაღები კიდია და ყოველთვის ეძებ საჭირო მათგანს, შეგიძლია ფერების მიხედვით გაარჩიო. საღებავად კი ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი გამოიყენო. როგორ გავაკეთოთ: აარჩიე 3-4 სხვადასხვა ფერი და მიანიჭე ნიშვნელობა. მაგალითად: მწვანე – სახლის, წითელი – სარდაფის, ლურჯი – გარაჟის და ა.შ.. მოხსენი გასაღებები აცმიდან…

სახლი

ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფა 

თუ შენი სამკაულების ყუთი გადავსებულია ყელსაბამებით და ისინი მუდამ ერთმანეთში იხლართება, შეგიძლია კედელზე კორპის დაფა ჩამოკიდო და შენი სამკაულები ზედ მიამაგრო. როგორ გავაკეთოთ: მოაგროვე – კორპის დაფა (ყველაზე იაფად – 20 ლარად – ჩვენ შეგვხვდა “ფორმატში“), სტეპლერის თოფი და სასურველი ქსოვილი. გამოჭერი ქსოვილი დაფის ზომაზე…