Tags

სახლი

ვარდისფერი ახალი წელი 

ვარდისფერი უმანკოების და სიყვარულის სიმბოლოა, ასევე მგრძნობელობას, განახლებას, მეგობრობას და სიკეთეს განასახიერებს. ნაზი ვარდისფრის ტონალობები კომფორტის შეგრძნებას იწვევს, ამშვიდებს და აკვიატებული აზრებისგან ათავისუფლებს, ეხმარება კრიზისულ სიტუაციებში. ასეთი არასტანდარტული და თამამი პალიტრა განკუთვნილია მათთვის, ვინც ახალი წლის შეხვედრას თავის მეორე ნახევართან ერთად აპირებს. დღესასწაულის საყვარელ ადამიანთან…

სახლი, შენი ხელით

4 იდეა ქაღალდის ფიფქების საახალწლო დეკორაციისთვის 

საახალწლო მორთულობაზე ფიქრისას თავში უამრავი იდეა მოგვდის და ერთ-ერთი მათგანია ქაღალდის ფიფქები. საკუთარი ხელით შექმნილი მორთულობა გამორჩეული და ორიგინალურია, განსაკუთრებულად მოგვწონს და განწყობასაც გვიუმჯობესებს. გაიხსენე ბავშვობა და შექმენი ფიფქები! 1.შექმენი მობილი ფიფქებისგან დაგჭირდება: ქაღალდი მეტალის რგოლი ან მავთული ძაფი (ან ძუა) ფურცელი გადაკეცე სამ ან…

სახლი

ორგანიზების დღე #29: სამახსოვრო ფოტოების და ნახატების შენახვა 

არეულ-დარეულობის თავიდან ასაცილებლად ნახატები, ბილეთები და სხვა მემორაბილია შეგიძლია ჩარჩოში ჩასვა, ყველაფრის ყუთებში და უჯრებში ერთად შენახვის მაგივრად. თუ ყველაფრის მოჩარჩოებას ვერ შეძლებ, შეგიძლია ნახატები დაასკანერო, ან ფოტოები გადაუღო და კომპიუტერში შეინახო. თუ ორიგინალებთან განშორება მაინც გენანება, შეგიძლია პატარა ბაინდერებში, ფოტოალბომებში ან სკრეპბუქებში ჩააკრა და…

ქორწინება

როგორ დავძლიოთ საქორწილო შიშები 

ყველა ქალი ოცნებობს თავისებურ ქორწილის დღეზე, მაგრამ ყველაფერთან ერთად, როდესაც ეს საოცნებო დღე დგება, ხშირია პანიკა. როგორ გადავიტანოთ ეს ყოველივე?  გაიზიარე რჩევები pink-ისგან და ყველანაირი სტრესი მოგეხსნება. ადამიანები ოჯახდებიან იმიტომ, რომ იცხოვრონ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე. იდეალურია დაწყვილება, როდესაც ორივე მხარე მზადაა…

თავის მოვლა

ვაზელინის გამოყენების 18 შესაძლებლობა 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ვაზელინის გამოყენების 18 მეთოდს, რომელიც დაგარწმუნებს მის ჯადოსნურობაში :) 1. გამძლე პარფიუმი წაისვი ცოტა ვაზელინი კანზე და შემდეგ იპკურე სუნამო. ვაზელინის წყალობით სუნამო დიდხანს შეინარჩუნებს არომატს. 2. წარბების ფიქსაცია წაისვი ვაზელინის მცირე ოდენობა თითებზე და შემდეგ წარბების იმ წერტილებზე, სადაც დაუმორჩილებელი თმაა….

სახლი

როგორ გავაკეთოთ ავეჯი უსარგებლო ნივთებისაგან 

ნივთი თუ ძველია, ეს იმას სულაც  არ ნიშნავს, რომ მას სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია. თუ არ გჯერა ამის, ეს სტატია შეგაცვლევინებს აზრს. მაგრამ შენც თუ ჩემსავით გიყვარს სახლის დეკორის თვალიერება და მისი ელემენტების შენი ხელით დამზადება, მოემზადე: დღეს გემრიელი მასალა გვაქვს მომზადებული “ჰენდმეიდომანებისთვის”. დღევანდელი თემა…

სახლი

ორგანიზების დღე #28: სარეცხის კუთხე 

სააბაზანოში (ან თუ სარეცხის საკუჭნაო ცალკე გაქვთ) ულამაზო ღია თაროები შეგიძლიათ ბამბუკის ჟალუზით დაფაროთ. სარეცხის ჩასაყრელად კი უმჯობესია ბამბუკის კალათები გამოიყენოთ. ასე უფრო ლამაზია.

სახლი

ორგანიზების დღე #27: საუთოებელი მაგიდა 

თუ სახლი ცოტა ადგილი გაქვს, შეგიძლია უცნაური ფორმის ნივთები – მაგალითად საუთოებელი მაგიდა – საკუჭნაოში კარებზე ჩამოკიდო. ეს მარტივია, მხოლოდ რამდენიმე კაუჭის მიმაგრებაა საჭირო.

სახლი

ორგანიზების დღე #26: ფარდის შესაკრავი 

თუ თქვენს სამკაულების უჯრაში მოიძებნება ამ ტიპის სამაჯურები, რომლებსაც არ ხმარობთ, შეგიძლიათ ისინი ფარდების სამაგრებად გამოიყენოთ. თუ ეს იდეა მოგეწონებათ, შეგიძლიათ იაფფასიანი სამაჯურები ამაზონზე ამ ლინკზე შეიძინოთ. ასე შეძლებთ ერთი ფანჯრისთვის ორი ერთნაირი სამაჯურის შერჩევას და ფერების შეხამებას. ფასები 1 ცენტიდან იწყება!

სახლი

ორგანიზების დღე #25: სამკაულების უჯრა 

თუ თქვენი სამკაული მთელს საძინებელშია გაფანტული, ის დროა სპეციალური უჯრა მოაწყოთ, სადაც ყველა ტიპის სამკაული ორგანიზებულად იქნება ჩაწყობილი. როგორ გავაკეთოთ: შეგიძლიათ ასეთი უჯრა შეუკვეთოთ ან იყიდოთ სპეციალური გამყოფები. მოათავსეთ გამყოფები ან ყუთები უჯრაში და გაანაწილეთ თქვენი სამკაული საჭიროებისამებრ. ექსპერტული რჩევა: უჯრის ფსკერზე შეგიძლიათ ფერად ორნამენტიანი ქაღალდი ან ქსოვილი…