Tags

თავის მოვლა

ჯანსაღი მოქტეილები ზაფხულისთვის 

ხილის სეზონი მოდის, ამასთანავე საზღვაო სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა ყველას გვინდა, ამიტომ გთავაზობ ძალიან სასარგებლო და მარტივი მოქტეილების (smoothie) რეცეპტებს. კიდევ ერთი იდეა: შეგიძლია საზაფხულო წვეულებაზე მეგობრებთან თავი შენ მიერ მომზადებული ამ ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი მოქტეილებით მოიწონო.

თავის მოვლა, შენი ხელით

თამრის 50 მარტივი რეცეპტი: რა მივირთვათ საუზმედ 

უკვე 2 წელია, რაც ჩემი დილა აუცილებელი რიტუალით – საუზმით იწყება. ახლა რომ მკითხო, მის გარეშე დაწყებული წარმატებული დღე ვერც კი წარმომიდგენია, თუმცა იყო დრო, შუადღემდე ლუკმასაც არ ვჭამდი. ჰოდა, მინდა გითხრა, რომ იმ მცირერიცხოვან ცხოვრებისეულ შეცდომათა შორის, რომელიც კი ოდესმე დამიშვია, პირველ სამეულში ეს ამბავი სამარცხვინოდ იწონებს თავს.

თავის მოვლა

როგორ ჩავდგეთ ფორმაში ზაფხულის სეზონისთვის 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს წამოყოფენ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი აბეზარი კილოგრამები. აჯობებს დროზე დავივიწყოთ ტელევიზორის და კომპიუტერის წინ სასუსნავებთან ერთად გატარებული საღამოები და სასწრაფოდ მივაკითხოთ სავარჯიშო დარბაზებს. მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობაც არ იქნება ურიგო, დილაობით ადრე ადგომა და სირბილიც შესანიშნავი აზრია, როდესაც გაზაფხულის მზიანი და თბილი დილა 7…

სახლი, შენი ხელით

საბავშვო საუზმის 12 სახალისო DIY იდეა 

სამწუხაროდ დღეს ბევრ ოჯახში საუზმეს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა, რადგან თუ ისინი დილის კვებას გამოტოვებენ, ფაქტიურად 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწევთ ჭამის გარეშე დარჩენა. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თუ ბავშვი უარს ამბობს დილის საკვებზე, მიეცი უფლება ჭამოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზე ფოტოებზე ასახული მხიარული საუზმე – კალორიებით გაჯერებული, შესანიშნავი აპლიკაციებით გაფორმებული ნოყიერი და გემრიელი. მსგავს ცდუნებას ვერც ერთი ბავში ვერ გაუძლებს და საუზმის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

თავის მოვლა

5 რჩევა საუზმის სასარგებლოდ 

რატომ? ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად…

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

თავის მოვლა

13 რჩევა მეტი ენერგიისთვის 

დილაობით გაღვიძება ყველას გვიჭრის. ალაბთ შენც ყოველ დილით სვამ ყავას მხოლოდ იმისთვის, რომ გამოხიზლდე. კარგი სიახლე ის არის, რომ დილაობით ენერგიის მოსაკრებად სულაც არ არის საჭირო ბუნებით “ტოროლა” იყო. დილაობით შენი თვითშეგრძნება და უენერგიობა მეტწილად განპირობებულია შენივე ქცევით.

გაეცანი ამ ცამეტ რჩევას რომლის დახმარებითაც შენი დილა უფრო ენერგიული, ხალისიანი და ნაკლებად სტრესული გახდება!

თავის მოვლა

გასახდომი საუზმე შენი სილამაზისთვის 

იოგურტის პარფე (parfait-ფრანგული სიტყვაა და ქართულად სრულყოფილს, სრულქმნილს ნიშნავს, ინგლ.-perfect) – ეს არის შენი სილამაზის, ჯანმრთელობის, გახდომის და უბრალოდ გემრიელობის რეცეპტი! ეს შესანიშნავი ალტერნატივაა კარაქის და პურის, რომელიც შეიძლება გემრიელია, მაგრამ ყოველთვის კარგი არ არის შენი ჯანმრთელობისთვის. ასევე ზედმეტად მიღებული ცხიმები და ნაშხირწყლები შენს ფიგურაზე დადებითად არ აისახება.

თავის მოვლა

მედიტაცია ყველგან და ყოველთვის 

უმეტესობა ჩვენგანს აწუხებს სტრესი.

სტრესთან ბრძოლისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი, შედეგიანი და პრაქტიკული მართლაც, რომ მედიტაციაა.

წარმოიდგინეთ, თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველგან იოგას ვარჯიშები, არ შეგიძლიათ სვათ წამლები, ან იაროთ ფსიქოლოგთან, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?