ძალიან ცოტა დარჩა ჰელოუინამდე. მართალია ამ დღესასწაულს საქართველოში მასიურად არ აღნიშნავენ, თუმცა ზოგი დიდი ხალისით ელოდება და ზეიმობს კიდეც.

ამერიკაში და ევროპაში ამ დღის აღსანიშნავად დესერტებსაც კი ამზადებენ დიასახლისები და მთელ ოჯახს უმასპინძლდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნავთ თუ არა ჰელოუინის დღესასწაულს, თუ თქვენ უბრალოდ გიყვართ გემრიელი დესერტები და დაითანხმებთ ვინმეს მოგიმზადოთ იგი (ან უკეთეს შემთხვევაში თვითონ მოამზადებთ) მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.