ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

ურთიერთობები

ქორწინება წვიმიან დღეს 

ჩვეულებრივი წვიმიანი დღე იყო და ჩვენც ჩვეულებრივად წავედით ბარში დასალევად. ცოტა სასმელი, ცოტა ლაპარაკი (ცოტა – პირობითად), ცოტა სიცილი, შეიძლება ცეკვაც… დრო ხომ უნდა გავიყვანოთ როგორმე.

როცა ერთი ჩვეულებრივი შინაბერა ხარ, თუნდაც 30-35 წლის, დეპრესიისგან გაქცევის საუკეთესო საშუალება მეგობრებთან ერთად დიეტაზე უარის თქმა, დალევა და ბევრი ლაპარაკია.

მკითხველის ისტორიები

ერთი ჩვეულებრივი ისტორია 

თეოს და გიგას ურთიერთობა წლებია გრძელდება, იყო დრო გიგას ძალიან მოსწონდა თეოსთან გატარებული ყოველი წამი, კარგად გძნობდა მასთან თავს და მეტი არაფერი, გიგა მამაკაცთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელიც არ ფიქრობს დაოჯახებას, ვერ წარმოედგინა თავი დაქორწინებული და უღელში თავგაყოფილი მამაკაცის ამპლუაში.

ურთიერთობები

ნაადრევი ქორწინება 

როგორც იქნა ახდა შენი ოცნებები, ულამაზესი კაბა გაცვია და საყვარელ ადამიანზე ქორწინდები. მერე რა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ხარ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? ხან 18 წლისას მოგიკაკუნებს გულის კარზე და ხანაც ძალიან გვიან.

ალბათ გიფიქრია ოჯახურ თანაცხოვრებაზე – ეს ხომ მოვალეობათა ერთი გრძელი ჯაჭვია – და ზუსტად იცი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დგამ ამ ფრიად საპასუხისმგებლო ნაბიჯს, შენ მზად ხარ ამისათვის.

ურთიერთობები

რა სურთ ქალებს? 

ამასწინად დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი. სალაპარაკოდ ბევრი თემა დაგვიგროვდა და ქალების ფსიქოლოგიასაც გადავწვდით. მან, როგორც მამაკაცმა მკითხა, რა სურთო ქალებს? აღმოჩნდა, რომ პასუხი არ მქონდა…

თავის მოვლა

როგორ მოვხიბლოთ მეუღლე! 

რამდენიც გინდა იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს: მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!

მკითხველის ისტორიები, მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

ჩვენ გვწერენ… 

წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ საქართველოში ‘გრეხია’!”

რას ურჩევდით?

ურთიერთობები

ზამთრის ღამის ზღაპარი (Vol. II) 

დიდი შემოსასვლელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. უპირველეს ყოვლისა, არასად ჩანდა ელ-გაყვანილობა და ჭაღები, მხოლოდ სანთლები. ცოტა არანორმალურია, არა? ავეჯიც უცნაური. ლამაზია, თუმცა, ოდნავ გაუგებარი.

ვიღაც კიბეებზე ჩამოდიოდა. ქეთიმ თვალები მოჭუტა და შეეცადა დაენახა. ახლომხედველი იყო, მაგრამ სათვალეს არ ატარებდა – თვლიდა, რომ არ უხდებოდა და ბიბლიოთეკარს ემსგავსებოდა, კონტაქტურ ლინზებს კი ვერაფრით შეეგუა. შესაბამისად, სიბნელეში ხედვა მისთვის “შეუსრულებელი მისია” გახლდათ.

ურთიერთობები

ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია 

მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.