Tags

თავის მოვლა

სირბილი დამწყებთათვის: რამდენია 3 წუთი? 

წინა პოსტში ვწერდი, რომ ახალ კვირაზე ვაპირებდი გადასვლას და განრიგიც გაგიზიარე. სიტყვა კი შევასრულე, მაგრამ პოსტი დამიგვიანდა რაღაც ამბების გამო. მიზეზი სერიოზული და საპატიო მქონდა, ასე რომ, არ გამინაწყდენდე.

თავის მოვლა

დამატენიანებელი VS მკვებავი კრემი 

სახის დამატენიანებელი და მკვებავი კრემების შესახებ ალბათ ბევრჯერ გსმენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რა განსხვავებაა ამ ტიპის კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ. განვიხილოთ ეს კრემები. დამატენიანებელი კრემის ყველაზე მთავარი კომპონენტი არის წყალი – თითქმის 70 %. კონსისტენცია არის ნახევრად-თხევადი, რაც მიუთითებს…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

როგორ ვიკვებოთ მენსტრუაციის დროს? 

მენსტრუაციას, როგორც წესი, ყოველთვის თან ახლავს ფიზიკური სისუსტე, ტკივილი, მომატებული აღგზნებადობა და ჰორმონული ცვლილებებით განპირობებული სხვა მოვლენები. ამიტომ საჭირო და აუცილებელია, ორგანიზმის შეცვლილ მოთხოვნილებებს შევუსაბამოთ არა მარტო დღის რეჟიმი და მისი დატვირთვის ხარისხი, არამედ ყოველდღიური კვების რაციონიც. ქვემოთ მოყვანილი რჩევები სწორედ იმისთვისაა, რომ კრიტიკულმა დღეებმა,…

თავის მოვლა

საკვები ზოდიაქოს ნიშნებისთვის 

სწორი კვება სიჯანსაღისა და სილამაზის გარანტიაა. შეიტანეთ კვების რაციონში თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის რეკომენდებული ხილი და ბოსტნეული. მინერალები და ვიტამინები ხელს შეუწყობენ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ძალების აღდგენას, რაც საშუალებას მოგცემთ თავი უფრო ენერგიულად და თვითდაჯერებულად იგრძნოთ. ვერძი რეკომენდირებულია: ყავისფერი  ბრინჯი, ბანანი, ხილის წვენები, ზეთისხილი, პომიდორი, ხახვი,…

თავის მოვლა

2012 წლის 10 ყველაზე პოპულარული დიეტა 

წარმოგიდგენთ დიეტებს, რომლებიც 2012 წელს ყველაზე ხშირად იძებნებოდა Google-ში. 1. მაიკლ ფელპსის დიეტა ამერიკელი მოცურავის, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით რეკორდსმენი მაიკლ ფელპსის დიეტა განსაკუთრებულია. ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას მოცურავე ყოველდღიურად დაახლოებით 12 000 კალორიას იღებდა. საუზმეზე მიირთმევდა 3 ერბო-კვერცხს, ომლეტს, ერთ ჯამ ბურღულს, ფრანგულ ტოსტსა…

თავის მოვლა

რა არის უჯრედისი? 

ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიასთან შეხება არ აქვს, ალბათ ცოტა ეხამუშება ასე ხშირად ნახსენები “უჯრედისი” (ინგლ. fiber), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სწორ კვებას, დიეტას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აქ დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება უჯრედისით მდიდარი საკვები. უჯრედისი არის ბოჭკო,…

თავის მოვლა

5 რჩევა საუზმის სასარგებლოდ 

რატომ? ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად…

თავის მოვლა

როგორ მივიღოთ ლამაზი, სექსუალური მუცელი! 

ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. დაახლოებით 15-16 წლის ასაკში, თავისთავად მოხდა ისე, რომ გავხდი და მას შემდეგ წონის პრობლემა არასოდეს მქონია. ყოველთვის, ან ძალიან გამხდარი ვიყავი ან საშუალო წონის. ახლაც გამხდარი უფრო მეთქმის, ვიდრე საშუალო. სიმართლე გითხრა, ჩემი სხეულის უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთმა…

თავის მოვლა

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად? 

მსოფლიო აჟიტირებულია “ჯანსაღი კვების” იდეით. ამერიკა და განვითარებული მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მეოცე საუკუნის დაავადებით – ჭარბწონიანობით იტანჯება. და მაინც, რას ნიშნავს ეს “ჯანსაღი კვება”? სამედიცინო ჯგუფის “ONE” მიხედვით ჯანსაღი რაციონი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: რაციონის ნახევარს უნდა იკავებდეს ფოთლოვანი მწვანილეულობა და ხრაშუნა ბოსტნეული. ამგვარ ბოსტნეულს მაქსიმალური კვებითი ღირებულება გააჩნია და ყველაზე ნაკლებ კალორიას შეიცავს. თავი…

თავის მოვლა

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (XXI ნაწილი) 

მაშ ასე, როგორც უკვე იცით, მე ისევ განვაახლე თიდანში სიარული და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მართალია, ზოგჯერ მიწევს ვარჯიშების ჩაგდება, თუმცა ეს ხშირად არ ხდება და ამიტომ არ ვდარდობ. ვარჯიშები კარგად მიდის, თითქმის ჩავდექი ძველ ფორმაში და მეტ-ნაკლებად მსუბუქადაც ვვარჯიშობ. ამასთანავე, თინიკომ მომცა ზიგზაგისებური დიეტა (ეს ნიშნავს კვირაში ორი ან სამი დღით განტვირთვას) და იმასაც მივსდევ.