Tags

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: TEYO 

რამდენიმე წელია დიზაინერი თეონა გარდაფხაძე “ატელიე ინფორმალის” დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ კოლექციებს წარმოადგენს, თავისი ხაზით – TEYO. ქალის ყოველდღიური პრაქტიკული სამოსი – ასე შეიძლება შევაფასოთ თეონა გარდაფხაძის შემოდგომა -ზამთარი 2014-ის კოლექცია, რომელიც მან თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა. განიერი პალტოები, ნაქსოვი ღუნღულა ჟაკეტები, ფართო შარვლები და ეს…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: Ramone by Ramazo Roma 

Ramone დიზაინერ რამაზო რომას ახალი ხაზია, რომლის შექმნის იდეა მას ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა. ევროპული სილუეტი და აზიური ორნამენტებით გაწყობილი სამოსი თბილისის მოდის კვირეულზე წარსადგენად სტამბულში შეიკერა. კოლექცია საკმაოდ ძვირადღირებულია. წითელი, ლურჯი, მწვანე და თეთრი კაბები გაწყობილი მბრწყინავი თვლებით, რომელიც დიზაინერის აზრით, ყველა ქალისთვის საოცნებო…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: AVTANDIL 

ავთანდილ ცქვიტინიძეს კარგად გამოსდის პატარა დღესასწაულების მოწყობა. მისი ბრენდის, AVTANDIL-ის ჩვენება ყოფილი რიტუალების სასახლის ულამაზეს ბაღში გაიმართა. სტუმრებს ჩვენებამდე სასიამოვნო სიურპრიზად ფურშეტი დახვდათ, ხოლო დადებითი განწყობის გაფუჭება წვიმამაც ვერ შეძლო. AVTANDIL-ი წლების მანძილზე ასოცირდება ხარისხთან და გემოვნებასთან. არც ახალმა კოლექციამ გაგვიცრუა იმედი და კალის ჯარისკაცის…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: გიორგი შაღაშვილი 

გიორგი შაღაშვილი ქართველ დიზაინერთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც აქვს პროფესიული ცოდნა, ნიჭი და გამოცდილება. შესაბამისად არ იყო გასაკვირი, რომ თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მის ჩვენებას რეკორდული რაოდენობის ხალხი დაესწრო. ეს არ იყო მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. ეს იყო კარგად დადგმული შოუ, სადაც ყველა კომპონენტი კარგად…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: SALLE DE MODE 

დიზაინერ სალომე ამანათიშვილს ქართული მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს. ის თავდაპირველად ინდივიდუალური დიზაინის ჩანთებს კერავდა, შემდეგ საქმიანობის არეალი გააფართოვა და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ხაზიც დაამატა.

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: Mach & Mach 

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი Mach & Mach ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ამავე პერიოდში გაიხსნა ბრენდის მაღაზია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში”. როგორც მისი შემქმნელი დიზაინერები, გვანცა და ნინა მაჭარაშვილები აცხადებენ, ბრენდის შექმნის კონცეფცია და ინიციატივა უკავშირდება ხარისხიანი, ღირებული და მოდური პროდუქციის შექმნის სურვილს ქართულ ბაზარზე.

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: MATERIEL 

მძიმე, ავის მომსწავებელი მუსიკა, ნახევრადთმაჩამოშლილი მოდელები, შავი ფერი, მავთულხლართები და შიშის სუნი – ასეთი გარემო იყო “MATERIEL”-ის ჩვენებაზე. გოგონები პოდიუმზე ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდენ, თითქოს ყველაფერი შენელდა, როგორ ომის დროს. მიზანი მიღწეულია, რადგან კოლექციის თემაც ეს იყო – ომი, ოკუპირებული ტერიტორიები, მავთულხლართი, რომელიც დიზაინერმა წარმატებით გამოიყენა აქსესუარების შესაქმნელად ქამრებისა და საყურეების სახით.

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: ქეთი ჩხიკვაძე 

ქეთი ჩხიკვაძის ჩვენება ბეწვეულით გაიხსნა. თეთრი და შავი ფერების კონტრასტს მოჰყვა ლურჯი პალტო დიდი თეთრი საყელოთი, შემდეგ პოდიუმზე მანიკა ასათიანი გამოჩნდა წითელი გიპიურის კაბით, რომელსაც გვერდებში ჩადგმული შავი ტყავის დეტალები აფორმებდა. სწორი სილუეტები წელში გამოყვანილმა კაბებმა შეცვალა “მზის” ტიპის ბოლოებით. მათ მოჰყვა შავი, ელეგანტური კაბები…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: მარიამ მახარაძე 

მარიამ მახარაძის ჩვენება ლამაზი, ლურჯი, წელში გამოყვანილი კაბით გაიხსნა. მას მოჰყვა ყვითელი ზედა, ჟოლოსფერი კაბა და სხვა სამოსი ცისარტყელას ფერებში. კოლექციის თემა დედამიწა და ბუნების დაცვაა. აქედან მოდის კოლექციის სიჭრელე, რომელსაც ხელით შეღებილი, მუქი ლურჯი ზედები აწონასწორებს. სილუეტი ორგვარია: სწორი, სადა და მომრგვალებული – დედამიწის…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული: მარიამ გვასალია 

მარიამ გვასალია ახალი სახეა მოდის სფეროში. მან გასულ წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და სადიპლომო ნამუშევრად საკუთარი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები წარადგინდა. გოგონას წარმატება სწორედ აქედან დაიწყო. ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმელების ფოტოებს, რომელიც მარიამმა შექმნა ბევრ უცხოურ მოდის ბლოგზე შეხვდებით. თბილისის მოდის კვირეული მარიამის კარიერაში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან…