ბევრი ფიქრის შედეგად, შოპინგის სვეტის პირველი სტატიისთვის, რუსთაველის N52-ში მდებარე მაღაზია “Shana”-ს ვესტუმრე.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ერთი შეხედვით მათი პროდუქტი ტენდენციურად და მოდურად მომეჩვენა და საბედნიეროდ არც შემცდარვარ. “Shana” ესპანური ბრენდია, იგი გათვლილია ძირითადად 16-45 წლამდე მომხმარებლის სეგმენტზე, რომელიც მოდის აქტიური მიმდევარია. ამჟამად მაღაზიაში ნახავთ შემოდგომა/ზამთრის კოლექციასთან ერთად, ზაფხულის კოლექციის “ნარჩენებსაც”, ზოგიერთ მათგანზე კი 20 % ფასდაკლება ვრცელდება. თუმცა დამიჯერეთ, ფასდაკლების გარეშედაც საკმაოდ დაბალი ფასებია.