ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

ურთიერთობები

1001 ვირტუალური ღამე 

ნოემბერში გაციებას ვერც მე გადავურჩი და ერთი კვირით საკუთარ ოთახში გამოვიკეტე. რამდენჯერმე გოგონები მეწვივნენ, დანარჩენ დროს კი კითხვასა და ვირტუალურ სივრცეში უგზო-უკვლოდ ხეტიალში ვატარებდი.

ადამიანთა იმ ტიპს მივეკუთნები, კვირაში ერთხელაც რომ არ ახსენდებათ სოციალურ ქსელებსა და ელ.ფოსტაზე მოსული შეტყობინებების შემოწმება. იმ კვირის განმავლობაში კი უეცრად რამდენიმე ვირტუალური ნაცნობი შევიძინე. მათ შორის აღმოჩნდა ბექაც.

ურთიერთობები

ორმაგი სტანდარტი 

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

ურთიერთობები

დასაწყისის დასასრული 

ალბათ, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ: ორ ზღაპრულ ღამეს გაატარებ ბიჭთან ერთად, უკან დაბრუნდებით, სადარბაზოსთან დაშორდებით, თავპირისმტვრევით აირბენ კიბეებს, გადაურეკავ დაქალებს:
„არ დაიჯერებთ! ორი ღამე თომასთან ერთად“…

ურთიერთობები

მუდმივი თანამგზავრი 

სკოლა ისე დავამთავრეთ, შეყვარებული არ მყოლია, ყოველი ჩემი კლასელი გოგონას უჯრაში კი რამდენიმე სასიყვარულო წერილი ინახებოდა, რომლებსაც ბიჭების თხოვნით ვთხზავდი.

წერილების ერთმა ასეთმა პარტიამ ოჯახიც კი შექმნა. ჩემი ღვაწლი, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩა.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბუზებივით დამეხვივნენ თაყვანისმცემლები. ხშირად ვხუმრობ – ბიჭებს ჩემში გუგას სუნი აღაგზნებთ.

ურთიერთობები

როგორ დაიტია სიყვარული 160–მა სიმბოლომ 

დილით გუგამ სმს მიიღო. ეკრანს დავხედე, სახელი “თეო” ციმციმებდა. მეჩქარებოდა, მხოლოდ გავძახე, მობილურს დახედე–მეთქი. კიბეებზე მოვიხვიე კაშნე და სადარბაზოდან გაჩერებამდე მივირბინე.

პირველი დღე იყო სამსახურში და მიუხედავად იმისა, რომ მზადება ადრიანად დავიწყე, მაგვიანდებოდა.

– ამ ქუჩაზე ხომ ტაქსიც არ ჩაივლის! – ბოძს გაბრაზებით წავკარი ფეხი და ფეხსაცმელი გავიფუჭე.

ურთიერთობები

პაემანი თიბისი ბანკში 

–          საერთოდ გაქრა? – თამომ ცალი თვალით გამომხედა და ცხვირი შეიპუდრა.

–          თორნიკე? საერთოდ.

–          დავიკიდოთ. ვინმე სხვა გაიცანი. იცი რა, საყვარელო, შენს სტატიებს გადავავლე თვალი, დაშორებითა და ურთიერთობის შენარჩუნებით დაგიწყია. ჯერ ურთიერთობის შექმნაზე წერე, გაცნობაზე, გაიხსენე, რამდენი სისულელე ჩაგიდენია. ან სულაც, ჩაიდინე კიდევ ერთი სიგიჟე, მიუვარდი იმ თიბისის ბიჭს.

„თიბისის ბიჭი“ მოლარე ოპერატორია ერთერთ ფილიალში.

ურთიერთობები

Lovers & Roommate 

ჩვენს კლასში გუგა იყო გამორჩეული. ის, ვინც ყველა კაი ბიჭს ძმობდა და პატრონობდა. ის, ვინც ბას–გიტარას აჟღარუნებდა. ის, ვინც ყველა კითხვაზე პოულობდა პასუხს. და ა.შ.

მე ორი რამ მომწონდა მასში – მაისურები და ფარული გატაცება ლიტერატურით.

ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ამიტომ, ჩემ გარდა არავინ იცოდა, რომ ეს „ზარმაცი, მაგრამ უზომოდ ნიჭიერი“ მოსწავლე საკუთარ ოთახში გამოკეტილი გათენებამდე კითხულობდა თომას მანსა თუ ხულიო კორტასარს.

ურთიერთობები

ჩვენ როგორ დავშორდებით? 

– ასეთი უფრო მოგეწონებოდი? – თორნიკეს ჩავჩურჩულე, იმ გოგონასკენ ქურდულად აპარებდა მზერას.
– ჰო… არა… არ ვიცი…
„ამას უნდა დავშორდე“, გავიფიქრე