ვარსკვლავებისთვის ორსულობა ხშირად გარდა დიდი სიხარულისა – პიარისა და ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებაცაა.

თუ ადრე ყველა ვასკვლავი ცდილობდა, ორსულობა დაემალა, ახლა ეს აღარაა მოდური. ახლა უკვე ყველა ცნობადი სახე ცდილობს ორსულობის ბოლო კვირებში დაანახოს სამყაროს თავისი მუცელი. კრიტიკოსებმა ამას “ბეიბიმანია” დაარქვეს, რაც შეიძლება გაიშიფროს როგორც “Baby money–a”.