Tags

Events, სტილი

ბრენდ MACHABELI-ს პრეზენტაცია 

“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” – ესაა ახალი ქართული ბრენდის, MACHABELI-ს ფილოსოფია. ბრენდის პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის ისტორიულ დარბაზში, ვინტაჟურ სტილში შესრულებული სამოსის სადებიუტო კოლექციით შედგა. კოლექციის სახელწოდებაა “Naphthalene” და გასული საუკუნის 90-იანი წლების იტალიური, ფრანგული და გერმანული ქსოვილებითაა შექმნილი, რომლებიც დიზაინერებმა მარიამ მაჩაბელმა და ნელიკო…

Events, სტილი

თბილისის მოდის კვირეული 2014: MATERIEL 

მძიმე, ავის მომსწავებელი მუსიკა, ნახევრადთმაჩამოშლილი მოდელები, შავი ფერი, მავთულხლართები და შიშის სუნი – ასეთი გარემო იყო “MATERIEL”-ის ჩვენებაზე. გოგონები პოდიუმზე ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდენ, თითქოს ყველაფერი შენელდა, როგორ ომის დროს. მიზანი მიღწეულია, რადგან კოლექციის თემაც ეს იყო – ომი, ოკუპირებული ტერიტორიები, მავთულხლართი, რომელიც დიზაინერმა წარმატებით გამოიყენა აქსესუარების შესაქმნელად ქამრებისა და საყურეების სახით.

ვარსკვლავები, სტილი

კამერონ დიაზის ფეხსაცმლის ხაზი 

კამერონ დიაზმა მაღალი მოდის ბრენდთან Pour La Victoire-სთან ერთად, თავისი პირველი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა. 41 წლის მსახიობი პირველ ნაბიჯებს დგამს მოდის ინდუსტრიაში. კამერონ დიაზი ბრენდის Pour La Victoire-ს სამხატვრო ხელმძღვანელი გასული წლის ზაფხულში გახდა და ორ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კამერონს…

1/0
ვარსკვლავები

“გილოცავთ, ქეით!” – დღეს ქეით მოსის დაბადების დღეა 

აჭრელდა დღეს გლამურული ახალი ამბებისა და ყვითელი პრესის პირველი გვერდები ქეით მოსის დაბადების დღის მოლოცვით. ვინ არ იცის ქეით მოსი? ყველას აუცილებლად გაუგია მისი სახელი, თუნდაც არ იყოს გარკვეული მოდის ინდუსტრიაში. ამ ქალბატონმა სახელი გაითქვა როგორც გარეგნობით, “მგლის მზერითა” და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით პოდიუმზე….

სტილი

H&M-ის საშემოდგომო კოლექცია 

14 ნოემბერს გაყიდვაში ჩაეშვება ფრანგი დიზაინერის იზაბელ მარანტისა და შვედური კომპანია H&M-ის კოლაბორაციის შედეგი. H&M ცნობილია თანამშრომლობით ისეთ ბრენდებთან და დიზაინერებთან, როგორიცაა კარლ ლაგერფელდი, სტელა მაკარტნი, მეთიუ უილიამსონი, Viktor&Rolf-ის დუეტი,  რობერტო კავალი, Jimmy Choo, Sonia Rykiel, Lanvin, Versace, Marni, Maison Martin Margiela და სხვა.  …

სტილი

River Island 

1948 წელს, ბერნარდ ლევისმა თავის სამ ძმასთნ ერთად ოჯახური ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა და საფუძველი ყველაზე ახალგაზრდულ, თანამედროვე ბრენდს “River Island”-ს ჩაუყარა. ბრენდი მალე გახდა პოპულარული და მსოფლიოს ყველა კუთხეში მყარად მოიკიდა ფეხი. არც საქართველო გახლავთ გამონაკლისი. რამდენიმე წელია შოპაჰოლიკების საყვარელ ქუჩაზე მიმზიდველი აბრა გაჩნდა, აბრის მიღმა…

დასვენება

ჯგუფური ფასდაკლების სერვისები საქართველოში [გამოკითხვა] 

ბოლო დროს ქართულ ინტერნეტში ძალზედ მომრავლდა ჯგუფური ფასდაკლების სერვისები. მათ მიერ შემოთავაზებული 40-დან 90%-მდე ფასდაკლებები ხანდახან შოკში გვაგდებს და ჩვენც მაშინვე პლასტიკურ ბარათებისკენ გაგვირბის ხელები.

სტილი

Frey Wille 

საღამოს რუსთაველზე სეირნობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მითუმეტეს შოპინგის მიზნით. ვინაიდან და რადგანაც რუსთაველზე უფრო მეტად აქსესუარების მაღაზიები ჭარბობს, ვიდრე  ტანისამოსის, მეც ამ განხრით დავიწყე რაიმე სამკაულის ძიება ჩემი ახალი სვიტრისთვის.

ვინაიდან  ამ ქუჩაზე ხშირად მიწევს ბოდიალი, იშვიათად თუ ვნახავ ისეთ მაღაზიას, რომელშიც ერთხელ მაინც არ  ვარ ნამყოფი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხედველობის არედან გამომრჩა ახლადგახსნილი სამკაულების და ზოგადად აქსესუარების მაღაზია Frey Wille.

სტილი

მოდის ცნობილი ბრენდების ლოგოს შექმნის ისტორია 

Givenchy – ეს ცნობილი ბრენდი მოდის სამყაროში წარმოიშვა 1952 წელს, ჰუბერტ ჯეიმ მარსელ ტაფინი დე ჟივნეშის მიერ. ამჟამად კომპანია აწარმოებს პარფიუმერულ ასევე ტანსაცმლის და სამკაულების ხაზს.

ჟივენშის დიზაინერული ლოგო არის მიმზიდველი და ამავე დროს საკმაოდ მარტივი. იგი შედგება ოთხი “გ”-ს ფორმირებისგან. ჟივენშის ლოგო მოგვაგონებს კელტურ სამკაულებს იგივე სახის რთული დიზაინით.