Tags

თავის მოვლა, შენი ხელით

თამრის 50 მარტივი რეცეპტი: რა მივირთვათ საუზმედ 

უკვე 2 წელია, რაც ჩემი დილა აუცილებელი რიტუალით – საუზმით იწყება. ახლა რომ მკითხო, მის გარეშე დაწყებული წარმატებული დღე ვერც კი წარმომიდგენია, თუმცა იყო დრო, შუადღემდე ლუკმასაც არ ვჭამდი. ჰოდა, მინდა გითხრა, რომ იმ მცირერიცხოვან ცხოვრებისეულ შეცდომათა შორის, რომელიც კი ოდესმე დამიშვია, პირველ სამეულში ეს ამბავი სამარცხვინოდ იწონებს თავს.