მერე იყო რაც იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. თავი ზღაპარში მეგონა. ყურებამდე შემიყვარდა. სულ ერთად ვიყავით. დილით გამომივლიდა, მივდიოდით უნივერსიტეტში. ლექციებიცა და სემინარებიც დავამთხვიეთ. უკანაც იმავე გზით ვბრუნდებოდით.