Home მოტივაცია & პოზიტივი

თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდი Dove უკვე რამდენიმე წელია ეწევა სარეკლამო კამპანიას, რომლის მიზანია მომხმარებელს აჩვენოს ბუნებრივი სილამაზის უპირატესობები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებით მიღებული შედეგით, ქალების მხოლოდ 4% თვლის, რომ ის ლამაზია. სწორედ ამ შედეგს ეძღვნება Dove-ის ვიდეორგოლი “Dove Real Beauty Sketches”, რომელიც ატარებს იდეას, რომ სინამდვილეში უფრო ლამაზები ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალმა და მხატვარ-კრიმინალისტმა, რომელსაც მანამდე არც-ერთი მათგანი არ ჰყავდა ნანახი. თავდაპირველად, მონაწილეებმა საკუთარი თავი აღწერეს, რის მიხედვითაც მხატვარმა შექმნა მათი პორტრეტები, ხოლო შემდეგ დახატა ისინი სხვების წარმოდგენით.

შედეგი მართლაც უცნაური იყო. ქალები ზედმეტად კრიტიკული იყვნენ საკუთარი თავის მიმართ, რაც საკუთარი და სხვების აღწერით შექმნილი პორტრეტების შედარებისას ზოგიერთმა მათგანმა აღიარა.

ნუ იქნები ზედმეტად თვითკრიტიკული და გახსოვდეს: შენ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია!

6 კომენტარი to this post
  1. ეს რომ ვნახე პირველად, ძალიან მომინდა ამ პროექტში მონაწილეობა :) იგივე ექსპერიმენტი მამაკაცებზეც ჩაატარეს და შედეგი საპირისპირო იყო :D მაგრად ვიცინე ამაზე http://m.youtube.com/watch?v=T8Jiwo3u6Vo

შენ რას იტყვი?