მამაკაცების საზოგადოება, მას შემდეგ რაც ქვის ხანიდან განვითარდა, ჭკვიან ქალებს უფრთხის და სხვადასხვა სახით დაკნინებას ცდილობს.

ალბათ ხშირად გაგიგონიათ გამოთქმა “ქალური ლოგიკა”, ხუმრობები ქერათმიან ქალებზე, ეპითეტები – “წაკლა”, ძუკნა ან/და “стерва”.
წიგნის ყდა

წიგნში “библия стервы” (წიგნის სრული სახელია: Библия стервы. Правила, по которым играют настоящие женщины, ავტორი: ევგენია შაცკაია) ავტორი ძალიან საინტერესო დეტალებს აღწერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდებოდნენ ქალები მამაკაცურ საზოგადოებაში და როგორ გაჩნდა ქალთა ზემოთჩამოთვლილი “კატეგორიები”.

ავტორი ამბობს, რომ “წაკლა” (იგივე стерва – უკეთესი ქართული შესატყვისი ვერ ვიპოვეთ) ქალი ეს ჩვეულებრივი ქალისგან ძალიან განსხვავებული, კაცის მგავსად მოაზროვნე და კაცისგანაც რადიკალურად განსხვავებული ქალია.

ქალი, რომელიც ძალიან ძლიერია, შეუძლია მართოს სხვები, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს თავისი აზრი ყველაფერზე, მიაღწიოს დასახულ მიზანს, იწვევდეს აღფრთოვანებას გარშემომყოფებში და მას საზოგადოებაში პატივს სცემდნენ – აი, ასეთია “წაკლა” ქალი, რომლისაც მამაკაცებს ეშინიათ.

მიუხედევად იმისა, რომ წიგნში ძალიან ნათელი  მაგალითებია აღწერილი მამაკაცების შიშისა ასეთი ძლიერი ქალისადმი, ისიც არის აღწერილი, თუ რა ძლიერ ილტვიან კაცები “წაკლა” ქალებისკენ და როგორ ოცნებობენ თუნდაც მათი ყურადღება მიიპყრონ, კეთილგანწყობასა და სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

სიმართლე რომ ითქვას, მამაკაცებისთვის ყველაფერი რაც გაუგებარია ცუდიაო – დასძენს ევგენია, რის დამადასტურებლადაც მოაქვს შეფასება  (რომელიც კაცების მოგონილია) “ქალური ლოგიკა”.

წიგნში მრავლადაა ცნობილი და გამოჩენილი ქალების ისტორიები (სადაც, სხვათაშორის, თამარ მეფეც ნახსენებია) იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მივხვდით, რომ აუცილებელია ცხოვრებაში ვიყოთ “წაკლები”,  დავინახოთ თუ რამდენ რამეს მიაღწიეს ქალებმა ზუსტად ასეთი ქცევით.

წიგნის ყდა

ავტორის აზრით ყველა ქალი, რომელიც ისტორიაში რაიმე სახით დარჩა, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ზოგიერთ მათგანს შეეძლო დიდხანს ეთმინა, შემდეგ კი საჭირო დროსა და ადგილას გამოეჩინა თავისი თავი. ზოგიერთი კარგი სტრატეგი იყო, ზოგიერთი სილამაზეს იყენებდა სასწაულებრივად, ზოგიერთისთვის კი უკარებას თამაში იყო ოპტიმალური, მაშინ როდესაც დანარჩენებისთვის სხვისი ქმრებისა და საყვარლების წართმევა იყო ქცეული ცხოვრების მიზნად.

წიგნში მართლაც ძალიან ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციაა მოცემული ქალებისთვის. თუმცა ავტორი ყველგან გვაფრთხილებს, რომ ქალებისა და კაცების აზროვნება და აღქმა მკვეთრად განსხვავდება, ხოლო ძლიერი ქალები ზუსტად იმით იგებენ, რომ შეუძლიათ მამაკაცების გონებაში მიმდინარე არეულობას ფეხი აუწყონ და დროულად დაიჭირონ საჭირო მომენტი.

მე პირადად ერთი კვირაა, რაც ამ წიგნის კითხვა დავიწყე და ბევრი საინტერესო, სახალისო და გულსატკენი რაღაცებიც აღმოვაჩინე, თუმცა კითხვისთვის თავი არ დამინებებია.

გირჩევთ, სასწრაფოდ მიჰყოთ ხელი კითხვას, თვითგანვითარებას და რა თქმა უნდა “წაკლად” ქცევისკენ დიდი ნაბიჯების გადადგმას.

sterva