ჩვენი თვითშეფასება ყალიბდება ახალგაზრდობისას. ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ნელ-ნელა აშიშვლებს გრძნობებს. შედეგად, გვავიწყდება თავის ფასი, გვიქვეითდება თვითრწმენა, ცოტას ვფიქრობთ საკუთარ სურვილებზე და მივიჩნევთ, რომ არ ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს, ან იმას, რაც გვსურს, რომ გვქონდეს. ამის შესახებ წინა ნაწილში უკვე ვისაუბრეთ.

თვითშეფასების გაუმჯობესება ზრდის თავდაჯერებას და გვადგმევინებს პირველ ნაბიჯს ბედნიერებისა და უკეთესი მომავლისაკენ. მისი შეძენა კი ხდება იმის შეგნებით, რომ უნიკალურები, განსაკუთრებულები ვართ და რომ ვიმსახურებთ ოცნებების ახდენას.

თქვენს წინაშეა რამდენიმე რჩევა:

1. დაიწყეთ საკუთარი თავიდან.

დააიგნორეთ ყველა დესტრუქციული სახის კრიტიკა ან შეურაცხყოფა, მათ შორის ისინიც, რომლებიც უკვე წარსულ მოგონებებად იქცნენ. შენი აზრი და წარმოდგენა საკუთარ თავზე ყველა სხვისაზე მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ აუცილებელია, არ დავანებოთ სხვებს ბოროტად გამოიყენონ ჩვენი კეთილგანწყობა ან სისუსტე და მივცეთ საშუალება გულის ტკენისა, მათაც ეგ სურთ. თუ კი არ მივაქცევთ ყურადღებას მათს გამოხტომებს, თავს ბედნიერად ვიგრძნობთ.

2. განეწყვეთ კრიტიკულად კრიტიკის მიმართ.

ადამიანები, რომლებიც გაძლევენ კომპლიმენტებსა ან/და გაკრიტიკებენ, შესაძლოა თანაბრად სცდებოდნენ ან მართალნი იყვნენ. მაგრამ უმეტესად, ისინი ტყუიან. შეგიძლიათ აირჩიოთ კომპლიმენტების დაჯერება, მაგრამ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ კრიტიკა. გააანალიზეთ თუ რამდენად ჭეშმარიტი ან სასარგებლო შეიძლება იყოს იგი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, გაითვალისწინებთ თუ არა. დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი თავის სრულყოფილი აღქმა ყველაფერია. გადაწყვიტეთ, მოგწონთ თუ არა კონკრეტული მოპყრობა ან ფრაზა, რომლის ადრესატიც თქვენ გახლდით. იმოქმედეთ შესამამისად.

3. უთხარით თავს, რომ საოცარი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც იმსახურებს ბედნიერებას.

და დაიჯერეთ. შეადგინეთ ჩამონათვალი იმისა, თუ რა მოგწონთ თქვენში. და თუ კი ისეთი შეცდომები გაქვთ ჩადენილი, რომლებიც საპირისპიროს (რომ არაფრის ღირსი ხართ) მიგითითებენ, მიიღეთ ზომები მათს უარსაყოფად: არ დაელოდოთ მიტევების კვირასა და მოუბოდიშეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა გული ატკინეთ (თუ შესაძლებელია). ისწავლეთ შეცდომებზე და რაც მთავარია, აპატიეთ საკუთარ თავსვე!

4. თვითშეფასების ასამაღლებლად დაიწყეთ საიდანმე, მაგალითად – წვრილმანებიდან.

გადადგით პატარა ნაბიჯები და გააკეთეთ მცირე არჩევნები. მაგალითად, თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს გემოვნებაში და გეშინიათ საყიდლებზე დედის ან მეგობრის გარეშე წასვლა, იშოპინგეთ მარტოკამ. როდესაც კარგ არჩევანს გააკეთებთ, რწმენაც დაგიბრუნდებათ.

ა) იყიდეთ ჯინსის შარვალი. მიჰყევით ინსტინქტებს. ენდეთ საკუთარ თავს და მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. და თუ კი მიიჩნევთ, რომ შეცდით, ყოველთვის შეგეძლებათ შენაძენის გადაცვლა. მუდამ ეცადეთ თავდაპირველ არჩევანს მიანიჭოთ უპირატესობა.

ბ) ახლა კი, ნაყიდ შარვალს ბლუზა შეუხამეთ. სცადეთ განსხვავებული ფერები და სტილი. როდესაც იგრძნობთ აღფრთოვანებას, მიხვდებით, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ, ასე რომ – შეიძინეთ. აი, ეს შინაგანი შეგრძნება დაგეხმარებათ თვითრწმენის მოპოვებაში: “თუ ეს კარგად გამომდის, სხვა რაღაცებიც შესანიშნავად გამომივა”.

გ) ჩაიცვით ახლადშეძენილი ჯინსი და ბლუზა მეგობრებთან პირველივე შეხვედრისას. გაიღიმეთ და იამაყეთ საკუთარი თავით, რამდენადაც თქვენი პირველი ნაბიჯი თვითშეფასების ასამაღლებლად უკვე გადადგმულია – სწორი არჩევნის გაკეთების უნარის განვითარების კუთხით.

5. არ ეცადოთ ყველას გულის მოგებას.

კარგია, როდესაც პატივს გცემენ, მაგრამ არ გაწიროთ თქვენი სურვილები და საჭიროებანი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, არ მისცეთ ადამიანებს თქვენი გამოყენების უფლება.

6. “იყავი ის რაც ხარ”

(სპრაიტის მოტო). არავინ გადააკოპიროთ. ყველა ადამიანი უნიკალურია და შესაბამისად, ეცადეთ არ ითამაშოთ. და რაც მთავარია, არ გააკრიტიკოთ თავი, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.

7. აირიდეთ ნეგატიური ადამიანები.

ეს ის ხალხია, რომელთაც უარყოფითი აურა აქვთ, ხოლო წესად – სხვების დამდაბლება, ეს იმიტომ, რომ თავი უკეთ იგრძნონ. თუ მორცხვი ბრძანდებით, ხმაურიან და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობა არ იქნება კარგის მომტანი. და პირიქით.