წინამდებარე ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ უკან, ბავშვობაში დაბრუნებასა და თქვენს თავში გარკვევაში.

«ჩემი პირველი მოგონება»

 დაგჭირდებათ ჩუმი ადგილი, სადაც არავინ შეგიშლით ხელს.

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 20 წუთი.

ავსტრალიელმა ფსიქოლოგმა ალფრედ ადლერმა შემოგვთავაზა – გვეცადა ადრინდელ მოგონებათა (როგორც წესი, ცხოვრების პირველი სამი წლის) ანალიზი. მან აღმოაჩინა, რომ სიუჟეტები წარსულიდან შეიცავენ მინიშნებებს, რომლებიც ნათელს ჰფენენ ზრდასრული ადამიანის ცხოვრების სტილს. ტერმინი “ქალური სტილიც” ალფრედს ეკუთვნის: ეს ჩვეული, ბავშვობაში ჩამოყალიბებული საშუალებაა დასახული მიზნების მისაღწევად.

დავალება: შეეცადეთ თვალები დახუჭოთ და აზრობრივად გადაინაცვლოთ თქვენი ცხოვრების პირველ წლებში. დაიმახსოვრეთ მოვლენათა განვითარება, მოქმედი პირები, თქვენი შეგრძნებები, განწყობა, სურნელი, ხმები. როდესაც იქნებით მზად უკან დასაბრუნებლად, შეუდექით მათ გაშიფრვას ჩვენი გასაღების გამოყენებით.

გასაღები:

სიუჟეტი. დამახსოვრებული მოვლენა, უმთავრესად დაკავშირებულია იმასთან, რაც თქვენთვის ამჟამად მნიშვნელოვანია. თუ გგონიათ, რომ გაგახსენდათ რაღაც არასერიოზული ან უმნიშვნელო, არ თქვათ უარი წარსულისა და აწმყოს დაკავშირებაზე. თუ მოგონება ეხება თქვენს დასჯას და/ან წყენას, არსებობს ალბათობა, რომ მიჩვეული ხართ ცხოვრების მტრულ მხარესთან ურთიერთობას და გამკლავებას.

მოქმედი პირები. აქ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანია. მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის ყოფნა მოგონებებში შესაძლოა მიუთითებდეს, როგორც თბილ დამოკიდებულებაზე ოჯახში, ასევე, ყურადღების ნაკლებობის განცდაზე. დედის არათანმყოფადობა, როგორც წესი მეტყველებს ბავშვის მხრიდან საკუთარი არასასურველი მდგომარეობის აღქმაზე. ბებიები და ბაბუები გვახსენდებიან თუ გვანებივრებდნენ. ძმები და დები გვახსენდება – როცა გვჩაგრავდნენ ან ხელს გვიშლიდნენ, ან მოგონებებში – სადაც შური ფიგურირებს.

ემოციები. შეგრძნებას, რომელიც სხვა შეგრძნებებზე მეტად დაგამახსოვრდათ, ხშირად განიცდით ცხოვრების მიმდინარე ეტაპზეც და იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ცხოვრების სტილის განსაზღვრისას. შესაძლებელია, რომ ეს ის პრიზმაა, საიდანაც უმზერთ სამყაროს.