დაგჭირდებათ ფურცელი, კალამი და ფერადი ფანქრები

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 30 წუთი.

ფურცლის შუაში ჩამოუსვით ხაზი. მარცხენა მხარეს დააწერეთ “მე” და ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც კი მოგაფიქრდებათ უახლოესი ორი წუთის განმავლობაში. ოღონდ, არ ითაღლითოთ. თუ ხელს სურს დაწეროს – “ჩერჩეტი” ან ” უიღბლო” – ასეც მოიქეცით, არ მოატყუოთ საკუთარი თავი.

დააკვირდით მიღებულ შედეგს. შეჩერდით ყოველ განსაზღვრებაზე – გააცნობიერეთ გრძნობა, რომელსაც თითოეული მათგანი აღგიძრავთ.

ახლა გადაინაცვლეთ ფურცლის მარჯვენა მხარეს. დაასათაურეთ – “მე მინდა ვიყო” და აგრეთვე 2 წუთის განმავლობაში დაწერეთ ყველაფერი, რაც მიგაჩნიათ, რომ უნდა ეწეროს აუცლებლად.

დააკვირდით ახალ სიას. შემდეგ შეეცადეთ ეს ფრაზები ხმამაღლა წარმოსთქვათ, ოღონდ ასე კი არა – “მე მინდა ვიყო თამამი”, არამედ – “მე ვარ თამამი”. და მოიმოქმედეთ იგივე, რაც წინა შემთხვევაში – შეჩერდით თითოეულ ფრაზაზე და დააკვირდით ყოველ თანამდევ გრძნობას.

თუ კიდევ რამე მოგაფიქრდათ, არ მოგერიდოთ, მიაწერეთ.

სვეტებს (“მე – რეალურად” და “მე – სასურველი”) შორის დარჩა თავისუფალი ადგილი.

მიეცით გასაქანი ფანტაზიას: რა ჰყოფს თქვენს აქტუალურ “მესა” და იმას, თუ ვინც გსურთ იყოთ? შეიძლება ეს ღრმა ზღვაა? ან, მაგალითად მაღალი აგურის კედელი? შეიძლება, ეს “ფორმულა 1”-ის გზატკეცილი იყოს, რომლის გადალახვასაც აპირებთ. შეეცადეთ წარმოსახულის გამოსახვა ფურცელზე: – ზღვა, მთები, გზები, მაგრამ არ იჩქაროთ! მიაყურადეთ შეგრძნებებს. რას განიცდით ხატვისას? სასოწარკვეთას? შიშს? მიზანსწრაფვას? აი, ამ გრძნობებს გადააწყდებით სასურველი შედეგისაკენ მიმავალ ბილიკზე.

შემდგომ გამოსახეთ ის, რაც დაგეხმარებათ წინაღობის გადალახვაში. იქნება ეს ნავი, გემი, “ფერარი”… შეიძლება ჩვენი “წითელი ჯვარი” “რა” კი არა, “ვინ” იყოს – იქნებ, ლამაზმა და გარუჯულმა მთამსვლელმა გამოგიწოდოთ ხელი?

გასაღები

ამ დავალებაში ხდება მუშაობა საკუთარ იდენტობაზე. ეს უკანასკნელი კი თავიდანვე გვიყალიბდება გარშემომყოფთა, უმთავრესად – მშობლების გავლენით. ასაკთან ერთად ვიძენთ დამოუკიდებლობას, შესაბამისად, უკვე თავად ვახდენთ საკუთარი არსისა და რაობის ფორმირების დასრულებას, ვეფუძნებით რა ჩვენსავე მოთხოვნილებებსა და სურვილებს.

დაუბრუნდით პირველ სვეტს. ხელახლა გაიარეთ ყოველი მათგანი. საიდან იცით, რომ ზუსტად ისა ხართ, რაც ფურცელზე გამოსახეთ? გარშემომყოფთაგან კიდევ ვინ იზიარებს ამ მოსაზრებას? არ მოვიდა დრო, ზოგიერთ შეფასებაში, რომელსაც საკუთარ თავს აძლევთ, შეცვალოთ ფოკუსი გარეგნულიდან შიდა მიმართულებით?