დაგჭირდებათ ქაღალდი და ფერადი ფანქრები

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 20-30 წუთი.

დახატეთ თქვენი ცხოვრება მდინარის სახით.

ხატვის პროცესში თავდავიწყებას უნდა მიეცეთ და წინასწარ არ უნდა იფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ტესტის სავარაუდო გასაღები.

გასაღები

როგორი მდინარე ასახავს და ახასიათებს თქვენს ცხოვრებას: მთის ჩქარი თუ ბარის მშვიდი და წყნარი?

სათავე თქვენი დაბადებაა. სად იღებს სათავეს თქვენი ნაკადული?

დააკვირდით კალაპოტსა და ადგილს, თუ სად მიედინება: უკაცრიელსა და უდაბურ ველზე, ტყეში ხეებს შორის, ხმაურიან ქალაქსა თუ სოფელში?

წყალუხვია თუ დაშრობის პირასაა მისული? რამდენად სუფთაა და ანკარა. იქნებ მუქი ფერისაა, წყალმცენარეებითა და წყალქვეშა სიცოცხლით აღასავსე?

ვინ მოდის თქვენს ნაპირებთან?

ადვილად შსეძლებს დაღლილი ადამიანი წყლის დალევასა და დანაყრებას თუ ამისათვის მას წინაღობის გადალახვა მოუწევს?

სად მთავრდება თქვენი მდინარე? იქნებ ჩანჩქერად იქცევა და სადმე ვარდება? ანაც – სხვა მდინარეს / ზღვას უერთდება?

მოძებნეთ ერთი წერტილი, სადაც ამჟამად იმყოფებით. ნახატის რომელი ნაწილი შეესაბამება თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს?

დააკვირდით, როგორ გრძელდება დინება სამომავლოდ ამ წერტილისაგან მოშორებით. მოგწონთ ეს გზა? რის გაკეთებასა და შეცვლას ისურვებდით? კალაპოტს მიმართულებას ხომ არ შეუცვლიდით? ან იქნებ ზედ კაშხალი აგეგოთ. ალტერნატივა: წყლის წისქვილი ან პატარა ქარხანა.

დაასათაურეთ ნახატი.

ამ ტესტის გასაღების დადგენა არ იქნებოდა რაციონალური, რამდენადაც ყველამ საკუთარი თავი თავადვე უნდა შეიცნოს. ამისათვის კი ინტუიცია და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოთ.

უფრო ადვილია ხატვა, ვიდრე კითხვაზე “-როგორი ცხოვრება მაქვს?” პასუხის გაცემა:  სიცოცხლის თქვენეული აღქმა, ნიუანსები, წვრილმანები და დინება – ყველაფერი ჰპოვებს ასახვას ნამუშევარზე. ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება ძევს ნახატის სახელწოდებაში.

მიღებული შედეგის მიმართ შესაძლებელია განსხვავებული შეგრძნებები  გაგიჩნდეთ. ეს კარგია, რამდენადაც ისინი დაგეხმარებიან სამომავლო გეზისა და გეგმის გარკვევაში.