დაგჭირდებათ – ფურცელი და კალამი

დავალების შესასრულებლად საჭირო დრო – 30 წუთი.

მოცემული სავარჯიშო დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რა გაწუხებთ და შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი თავის სხვა კუთხით აღქმასა და სხვისი თვალებით დანახვაში.

გაიხსენეთ ადამიანი  –  რეალური ან გამოგონილი, ახლობელი ან შორეული, ნაცნობი ან უცნობი, — ვის წარმატებებსა და მიღწევებსაც ეჯიბრებით, ვინ არის თქვენი კუმირი ან ვისით ხართ აღფრთოვანებული?

თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამ პიროვნების ადგილას. მცირე ხნით გახდით ის პერსონა. მისწერეთ საკუთარ თავს წერილი მისი  სახელით.

მაგალითად: “ძვირფასო დიანა! გწერთ პინოქიო. მე განვლილი მაქვს სერიოზული გზა უგრძნობი ხის თოჯინიდან, რეალურ ყმაწვილამდე, რომელიც გაუმკლავდა უამრავ გასაჭირს, სახლისაკენ მიმავალი ბილიკის უარყოფიდან და მისგან გადახვევიდან დაწყებული, ვირად ქცევამდე და არამარტო.

არც შემდგომ შევშინებივარ ბედს: შენ წარმოიდგინე, ვეშაპის მუცელშიც კი მიმოგზაურია და დამინთია კოცონი. და აი, რა მინდა გითხრა…”

ამ წერილში აუცილებლად უნდა იყოს ფრაზები, რომლებიც:

— იძლევიან რჩევებს დანახულს ამ ადამიანის ცხოვრებისეული მიღწევების მწვერვალებიდან (მათი გამოდცილების გათვალისწინებით).

— აღნიშნავენ წერილის ადრესატის უკვე არსებულ მიღწევებსა და ხასიათის იმ თვისებებს, რომლებიც იწვევენ აღფრთოვანებასა და აღტაცებას ამ ადამიანში / პერსონაჟში და სურს გამცნოთ, თუ რა მოსწონს თქვენში.

— გამოხატავენ ადრესატის მიმართ მხარდაჭერასა და თანადგომას მის მიერ წამოწყებულ ინიციატივებსა და საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ცხოვრებისეულ გზასთან მიმართებაში.

გასაღები

ვუთანაბრებთ რა თავსა და მიღწევებს სხვა ადამიანების ნამოქმედარს, ხშირად ვივიწყებთ საკუთარ წინსვლებსა და წარმატებებს. როდესაც ვაუფერულებთ და ვაუფასურებთ მათ, ვანადგურებთ რესურსებს უკეთესი მომავლისაკენ წასაწევად და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ძალა აღარ გვყოფნის. ამიტომ, დაფიქრდით, სანამ თვითგვემას მიეცემოდეთ.