ეს სულელური სახელი საკმაოდ გავრცელებულ თანამედროვე ფენომენს ჰქვია: ფუბინგი თანამოსაუბრესთან ურთიერთობის პარალელურად ტელეფონის კირკიტია.

phubbing

დღეს ამ საკთხის გარშემო სულ უფრო და უფრო იზრდება დისკუსიები და რეალურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ონლაინ კამპანიაა დაწყებული, სახელწოდებით – UnDigitizeMe – რათა სმარტფონებმა ნაკლები დრო წაგვართვან და უფრო მეტად ჩავერთოთ რეალურ ცხოვრებაში.

მოდი, საკუთარი თავიდან დავიწყებ. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც iPod-ი შევიძინე. მაშინ ყველა მთხოვდა, ყურთსასმენი გამომეძრო. ჩემი არგუმენტი – ცალი ყურით გისმენთ! – მათი მხრიდან თავის გაქნევას იწვევდა და ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელიც ჩაიქნიეს.

მართლა მესმოდა!

მაგრამ ყველას არ შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და როცა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ცალ ყურთან ერთად ტვინიც შვებულებაში აღმოაჩნდა, თავი ცუდად ვიგრძენი. გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების ყოველი სიტყვა კარგად მესმოდა, მაინც არ შემექმნა მათთვის ისეთი განწყობა, რომელიც მე შემექმნა, როცა ჩემმა მეგობარმა ცალი ყური გაანათხოვრა.

ეს პრობლემა აღმვფხვერი, მაგრამ ახლახან ახალი დილემა წამოიჭრა.

ამჯერად მეგობრები იმაზე მეუწუნებიან, რომ ტელეფონი ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე – ისინი! რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება; თუმცა, ჩემი ქცევები სხვაგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

ადამიანის 20% სმარტფონს სექსის დროსაც კი იყენებს...
ადამიანის 20% სმარტფონს სექსის დროსაც კი იყენებს…

რამდენჯერმე მათ ჩემთვის ანდროიდის დროებით წართმევის უშედეგო მცდელობაც ჰქონდათ. ერთ-ერთმა მათგანმა ვიდეოც მაჩვენა – ზემოხსენებული კამპანიიდან, სახელწოდებით: Disconnect to connect, რომლის ნახვის შემდგომაც, გადავწყვიტე, რომ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის და შესაბამისად, მისი მოგვარების გზები ჩემს საყვარელ საძიებელშიც იარსებებდა… ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველა პიროვნებამ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იპოვოს. სამაგიეროდ, იმის ცოდნა, რომ ეს მხოლოდ შენი გასაჭირი არ არის და მსოფლიოში ბევრი ადამიანი ცდილობს “გამოსწორებას” – ერთგვარად, სტიმულის მომცემია. რა თქმა უნდა, მიავაგენი ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც არიან სმარტფონებზე დამოკიდებულნი, ამას აცნობიერებენ კიდეც და აპირებენ ამ დამოკიდებულებას თავი დააღწიონ. ალკოჰოლიკების ანონიმური წრესავით – ოღონდ, ანონიმურობის გარეშე.

ეს საკითხი სერიოზულად უნდა გვაღელვებდეს ყველას. გამოტყდი, რამდენჯერ შექმნილა სიტუაცია, როდესაც შენი პატარა რაღაცას გეუბნება, შენ კი – ტელეფონს ჩაკირკიტებულს – ნახევრად არც კი გაგიგია, რა სურს ბავშვს.

სამაგიეროდ, წუწუნებ, როცა შენი მოზრდილი შვილი კომპიუტერთან/სმარტფონთან/აიპოდთან დღეში საკმაოდ დიდ დროს ატერებს, ან როცა მას თვალი ტექნიკისკენ გაურბის.

tic

და შენ რას აკეთებ ამ დროს?! უზღუდავ შვილს იმას, რის მაგალითსაც თავადვე აძლევ!

ამოიცანი საკუთარი თავი? კარგია. თუ ეს უშუალოდ შენ არ გეხება – კიდევ უკეთესი, მაგრამ, ასე თუ ისე, იქნება ვიღაც შენ გარშემო, ვისაც ეს „დაავადება“ აქვს. რა უნდა ჰქნა ასეთ დროს?

უნდა ნახო, რამდენი ადამიანი გზავნის საკუთარ სურათს სახელწოდებით – ტელეფონი სახით დაბლა – იმ მესიჯით, რომ კი, სმარტფონი ძალიან მაგარია, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცების კეთებისას, როგორიცაა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, სჯობს ტელეფონები გვერდზე გადავდოთ და მთელი ყურადღება ამ პიროვნებებზე გადავიტანოთ.

მოკლედ, პირველი ნაბიჯი გადადგმულია – პრობლემა აღმოჩენილია. დანარჩენი უკვე თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული. კომენტარებში ველოდებით შენს მოსაზრებებს. არ დაგეზაროს და გაგვიზიარე გამოცდილება!