Home მოტივაცია & პოზიტივი

ამ კვირას გადავწყვიტე ფსიქოლოგს ვსტუმრებოდი

როცა ნაცნობებში გავიკითხე გამოცდილი ფსიქოლოგი, საკმაოდ ბევრმა გაუწია რეკომენდაცია ფსიქოლოგ ლეილა ჯანჯღავას, რომელიც თურმე ერთ დროს ყველასათვის ცნობილ ჟურნალ “კოსმოპოლიტენთან” თანამშრომლობდა.

როდესაც ქალბატონ ლეილას დავურეკე და ვიზიტზე შევუთანხმდი, თავიდანვე გამაფრთხილა, რომ დროში ძალიან შეზღუდული იყო. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ინტერვიუს ჩასაწერად შევთანხმდით შაბათს, საღამოს საათებში. მიუხედავად ჭავჭავაძეზე ერთმანეთთან მიტყუპებული კორპუსებისა, ადვილად შევძელი ფსიქოლოგის ბინის პოვნა.

ქალბატონი ლეილა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი (ვიცოდი,რომ საშუალო ასაკისა იყო) – სუსტი აღნაგობის, მოკლედ აკრეჭილი შავი თმით, სასიამოვნო ღიმილითა და გაწონასწორებული მანერებით, რისიც როგორც წესი ძალიან მშურს ხოლმე. რესპოდენტი გარეგნულად იმ ტიპისა აღმოჩნდა, როგორიც უმრავლესობას ამერიკულ ფილმებში გინახავთ.

შინ შემიპატიჟა. შემოვუსხედით მაგიდას და ჭიქა ჩაისა და შოკოლადის თანხლებით დავიწყე ინტერვიუს ჩაწერა.

მმმ… პირველი რაც მინდა გკითხოთ… ვიბნევი,ცოტას ვნერვიულობ. ვიქექები რვეულში, ნერვიულად ვფურცლავ და ვხედავ მწკრივს, სადაც დასაწყისში მუქად წერია “შიშები” და ვიწყებ:

-ხშირად გამიგია პრობლემა, იმის შესახებ, რომ ადამიანებს სხვადასხვა სახის შიში აწუხებთ, თუმცა უმრავლესობისთვის ამის გამომწვევი მიზეზი უცნობია. რა არის შიშის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, რომელიც ყველაზე ხშირად შეგხვედრიათ პრაქტიკაში?

-ძალიან საინტერესო კითხვით დაიწყე, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ 10 კაციანი ჯგუფი. აღმოვაჩინეთ, რომ შიშები ძირითადად თავს იჩენს ბავშვობაში გადატანილი ტრავმიდან გამომდინარე (გამონაკლისიც არსებობს).

თუ  კონკრეტული რამის მიმართ შიში ნელ-ნელა იმდენად მძაფრდება, რომ ცხოვრებაში უბრალოდ ძალიან გვიშლის ხელს და არ ვიცით ამის მიზეზი, მაქსიმალურად უნდა დავძაბოთ გონება და ვეძებოთ ამის გამომწვევი მიზეზი წარსულში. თუ სიმაღლის შიში გაწუხებთ, არაა აუცილებელი ბავშვობაში მაინცდამაინც სიმაღლიდან გადმოვარდნილიყავით, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ რაიმე კონკრეტული შინაარსის შიშიდან გამომდინარე, სულაც არაა აუცილებელი კონცერტაცია შინაარსობრივად მსგავს ტრავმაზე გადავიტანოთ. არსებობს ისეთი მძაფრი ტრავმები, რომლებიც ილექება ადამიანის ფსიქიკაზე და შიშის სახით ვლინდება მომავალში. შეიძლება ეს ტრავმა საერთოდაც ვერ გაიხსენოთ, ამისთვის პაციენტმა უნდა გაიაროს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გასაუბრებები, რომ ყოველდღიურ საუბარში ვიპოვოთ კონკრეტული ტრავმა.

ადამიანმა შეიძლება თვითონვე აღმოაჩინოს სტრესი, რომელიც “გადაუხარშავი” დარჩა და შემდგომში შიშის სახით გამოვლინდა. ეს აღმოჩენა კეთდება ღრმა კონცენტრაციით, უნდა გავიხსენოთ წარსულში გადატანილი ტრავმები და თუ გახსენების შედეგად ისეთივე მძაფრი ემოციები გაგვიჩნდება, როგორიც ამ სტრესის დროს გვქონდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ტრავმა ვერ ” გადახარშეთ” და მან თავი იჩინა შიშის ან სხვა ორგანული დაავადების სახითაც კი.

მძაფრი ტრავმები ხშირ შემთხვევაში ოჯახურია, მაგალითად “ძალადობა” და ბევრი სხვა რამ, რაც ბავშვის ფსიქიკაზე იმდენად მძაფრად აღიბეჭდება, რომ ეს მომავალშიც ვლინდება.

– როდესაც ამოატივტივებთ პაციენტის ბავშვობის ტრავმას, ანუ დაადგენთ შიშის გამომწვევ ფაქტორს, შემდეგ რა ხერხით ცდილობთ აღმოფხვრათ პრობლემა და დაძლიოთ შიში პაციენტში?

როდესაც სიტუაციას გავარჩევთ და პაციენტს დავაყენებ ყველანაირ ეჭვგარეშე პრობლემის (წარსულში გადატანილი მძაფრი ტრავმის) წინაშე, მასზე ვიმუშავებ, რომ ეს ტრავმა “გადავახარშინო.”

პაციენტმა პრობლემას თვალი უნდა გაუსწოროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაექეცეს მას, თორემ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ფსიქოლოგი იმდენად მშვიდად და დალაგებულად მეტყველებდა, რომ ძალიან დავმშვიდდი და იმდენად მივენდე მას, რომ საკუთარ თავს ყველაზე ახლო მეგობართან ვგრძნობდი.

iStock_stop

-მინდა გესაუბროთ “მოზარდებზე”

-ოო,რთული თემაა, იმდენად, რამდენადაც მათი პრობლემები.

-პრობლემები ერთგვაროვანია – კომპლექსები, საკუთარი თავის რეალიზების ჟინი, უნდობლობა და ბევრი სხვა.

-დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდი ყველაფერს ძალიან მწვავედ ღებულობს, ეს თან “ისეთი ასაკია,” რომ… აქ ვაწყვეტინებ და ვეკითხები:

-შეგიძლიათ ახადოთ ფარდა ცნება “ასეთ ასაკს” და დაასაბუთოთ რატომაა ეს “ასეთი ასაკი” ?

-საკუთარ თავში გარკვევისთვის საჭიროა გამოცდილება, რომელიც მოდის ურთიერთობებიდან. ამას მოზარდები ინფორმაციულად სწორედ ამ პერიოდში, “ამ ასაკში” იღებენ, ეს ასაკობრივი ხანა ადამიანების შესწავლის საწყისი პერიოდია. სულ ესაა “ასეთი ასაკის” ცნება – პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გამოცდილება.

-ყველა მოზარდს აქვს ჟინი საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და საკუთარი თავის რეალიზებისთვის…

-იმ ასაკში, როდესაც ყველაფერი ახალი დაწყებულია რისი რეალიზება უნდა მოახდინო? არის კი საკმარისი ის ძალები,რაც მოზარდებს შესწევთ კონკრეტული რამის რეალიზებისთვის? რა თქმა უნდა – არა.

ან გარკვეული აქვთ მათ ცხოვრების მიზანი? იციან რა აკეთონ? ცხოვრების მიზანი ზოგს გარკვეულიც აქვს. მეორე საკითხია ის, რომ ქართველი მოზარდი უფრო მეტად ცდილობს გამოჩნდეს, ვიდრე იმოქმედოს.

არსებობს ზედმეტი ენერგია, რაც ნებისმიერ ჯანმრთელ თინეიჯერში გროვდება, მთავარია ეს ენერგია ადეკვატურად დაიხარჯოს. შეიძლება ახალს არაფერს ვამბობ, თუმცა ზედმეტ ენერგიას კარგი იქნება, თუ მოზარდი ფიზიკურ დატვირთვაში “დაწვავს.” ოჯახი მუდმივად უნდა მუშაობდეს ბავშვზე და მათი მხრიდან თავისუფლება უნდა გამოიხატებოდეს ბავშვისთვის მუდმივად ახლის წარმოჩინებაში.

ქმედებაში, ურთიერთობაში და ბრძოლაში ნელ-ნელა ყალიბდება მოზარდის მიზნები.

Teen_eating_disorder_is_now_becoming_a_big_problem

-საკუთარ თავში ჩაკეტილობას როგორღა გავუმკლავდეთ?

არსებობს ადამიანების ტიპები – ინტრავერტი, რომელიც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ექსტრავერტი, რომელიც მუდმივად გახსნილია საზოგადოებასთან. საკუთარ თავში ჩაკეტილობა ეს თითქმის ყოველთვის კომპლექსია, ანუ ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება კომპლექსთან ბრძოლაზე ყურადღების გამახვილება.

-მრავალი ნაცნობი მყავს, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული მორცხვია. როგორც მივხვდი ეს პრობლემა ბავშვობაშივე იჩენს თავს. შესაძლებელია ამის გადაჭრა მოხერხდეს მცირე ასაკშივე?

პრობლემა ჩნდება იქ, სადაც მშობელი ბავშვის ნაცვლად მოქმედებს, ელემენტარულ მაგალითს მოგიყვანთ – ბავშვს თუ კითხავენ რამდენი წლის ხარ და ასეთ მარტივ კითხვაზე მის ნაცვლად მშობელი გასცემს პასუხს, ბავშვი შემდეგში ეჩვევა და უყალიბდება ის უნარი, რომ მის მაგივრად მშობელმა უნდა ისაუბროს. პრაქტიკულად ბავშვს საუბარშიც არ აქვს დამოუკიდებლობა. ასეთი შემთხვევები საქართველოში უხშირესია. ევროპაში კი ბავშვს რაც შეიძლება დამოუკიდებლად ზრდიან და აჩვევენ ასე ცხოვრებას. ამიტომაცაა საქართველოში საშუალო ასაკს მიტანებული ხალხი, რომ ჯერ კიდევ დედის კალთასაა გამოკიდებული. ეს ნამდვილი კატასტროფაა.

ამიტომაც მშობლის ასეთ დაუდევრობას მოსდევს მოზარდის მორცხვობა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, საკუთარი თავის არასფრულფასოვნებაც კი. ჩემი აზრით ასეთი დაუდევარი საქციელი მშობლის არასრულფასოვნებასაც უსვამს ხაზს.

დაბოლოს  საკუთარ თავს ყველაზე კარგ ფსიქოლოგობას სწორედ თქვენვე გაუწევთ.

5 კომენტარი to this post
  1. მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი საკმაოდ დამოუკიდებლად მზრდიდა, გარდატეხის ასაკიში მაინც მქონდა მორცხვობა და არასრულფასოვნების კომპლექსი :) საბედნიეროდ ყველაფერი ჩემით გადავხარშე :) :)

შენ რას იტყვი?