ინტერნეტის და “ჭკვიანი ტელეფონების” ეპოქაში მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობს. ჭკვიან გოგონებსაც გვჭირდება “ჭკვიანი” მეგობრები.

აქ განვიხილავ რამდენიმე მობილურ აპლიკაციას, რომელიც დაკავებული ქალბატონების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველანაირი აპლიკაცია არსებობს ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად და ყველას ინდივიდუალური საჭიროებები გვაქვს, მაინც გადავწყვიტე თქვენთვის გამეცნო რამდენიმე ყველაზე გამოსადეგი და ერთგული მეგობარი, რომელთანაც უკვე საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.

 

1. Google Drive

unnamed

Google Drive – აპლიკაცია, რომელიც შენს მნიშვნელოვან ფაილებს სამუდამოდ შეინახავს. რაც ყველაზე მთავარია აპლიკაცია მიბმულია Google ანგარიშზე და 5 GB სივრცე სრულიად უფასოდ გეძლევა. შეგიძლია ფაილები გაუზიარო სასურველ ადრესატს და იმუშავო Google Drive-ში ნებისმიერი ადგილიდან. ამისათვის მხოლოდ gmail-ის ექაუნთი დაგჭირდება.

აპლიკაცია მუშაობს PC და Mac-ზე, Chrome OS ოპერატიულ სისტემებზე, iPhone, iPad და Android მოწყობილობებზე.

2. Evernote

Step_one_evernote

ამ აპლიკაციის დახმარებით, აღარასდროს გექნება მეხსიერების პრობლემა (უფრო სწორად, შეიძლება პრობლემა დარჩეს, თუმცა მნიშვნელოვანი საკითხები აღარ დაგავიწყდება). ევერნოუთი არის უფასო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევს ჩაიწერო, გადაიღო და შეინახო შენი იდეები, არა მხოლოდ წერილობითი, არამედ ხმოვანი ფორმით. 2009 წელს ევერნოუთი ტვიტერს დაუკავშირდა და ახლა უკვე აპლიკაციას ტვიტერიდანაც აქვს წვდომა. ევერნოუთის სინქრონიზება შესაძლებელია სახლის კომპიუტერთან და სხვა მოწყობილობებთან.

აპლიკაცია მუშაობს შემდეგ ოპერატიულ სისტემებზე: PC, Mac, iOS, Android, WP7.

3. Instagr.am

original
ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემს გადაიღო და სხვებსაც გაუზიარო ულამაზესი ფოტოები. აპლიკაციას გააჩნია ფილტრები და სპეციალური ეფექტები, რომლებიც ფოტოს სასურველ იერს შესძენს. ინსტაგრ.ამ-ი ერთგვარი სოციალური ქსელია, მისი საშუალებით შეგიძლია ფოტოების ფეისბუქზე, თამბლრზე, ტვიტერზე და ფლიკრზე გაზიარება. რაც ყველაზე მთავარია, აპლიკაცია სრულიად უფასოა.

აპლიკაციის გამოყენება შეგიძლია Windows, Mac, PC, Android, iPhone, iPad-ზე.

4. Dragon Dictation

dragon1

აპლიკაცია, რომელიც ნათქვამს ტექსტად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, თუ მკაფიოდ ისაუბრებ, დრაგონ დიცტატიონ გასაოცრად სწრაფად გააკეთებს შენს საქმეს და დაგიწერს ფოსტას, შეტყობინებებს და ფეისბუქის სტატუსსაც კი. აუცილებლად სცადე. უფასოა და თუ საქმისთვის ვერ გამოიყენებ, გაერთობი მაინც. სამწუხაროდ, აპლიკაციას ქართული ტექსტის აღქმა არ შეუძლია.

აპლიკაცია მიდის iPhone, iPod Touch და iPad-ზე.

5. BUSINESS CARD READER

user-flow

აპლიკაცია, რომელიც დაასკანერებს და შეინახავს ბიზნეს ბარათების ინფორმაციას შენს სატელეფონო წიგნაკში. აპლიკაციის ფასი 4.99 აშშ დოლარია, თუმცა ნამდვილად გაგიმარტივებს საქმეს, როცა ყველა კონტაქტის შეყვანა ხელით აღარ მოგიწევს.

შეგიძლია გამოიყენო Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.

6. StylishGirl

blog pictures 011

გარდერობის ორგანიზებისთვის საუკეთესო საშუალებაა. აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლია ფოტოზე აღბეჭდო ყველა ის ნივთი, რომელსაც ხშირად იცმევ და შემდეგ ერთმანეთს შეუხამო. გამგზავრების წინ შეგიძლია იმ ნივთების სია შეადგინო, რომლის წაღებაც დაგჭირდება. Fashion Mall-ში სასურველ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარს შეგიძლია მიაკვლიო და “სურვილების სიაში” ჩააგდო, შეგიძლია ფასის შეზღუდვაც. მე საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ამ აპლიკაციას და ძალიან მომწონს.

შეგიძლია გამოიყენო Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.

7. Period Tracker

unnamed

მგონი არ იქნება ცუდი, თუ შეძლებ წინასწარ განსაზღვრო პერიოდის დაწყების თარიღი. აპლიკაცია გეუბნება როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება შენი პერიოდი, აგრეთვე როგორ იგრძნობ თავს ამ დღეებში. აპლიკაციის საშუალებით ასევე შესაძლებელია ოვულაციის დღეების განსაზღვრა, სხვადასხვა სიმპტომების და ხასიათის განწყობების ჩანიშვნა. მას ასევე გააჩნია ორსულობის რეჟიმი.

შეგიძლია დააყენო Android და iOS ოპერაციულ სისტემის სმარტფონებზე.

რა ტიპის სმარტფონი გაქვთ?

View Results

Loading ... Loading ...