Home მოტივაცია & პოზიტივი

ზამთარი და სიცივე ხშირად თითქოს დეპრესიაში გვაგდებს და მოღუშული თუ წვიმიანი დღეები მუშაობისა თუ გართობის სურვილს გვიკლავს. ასეთ დროს არც ყავა გვშველის გამოსაფხილზლებლად და არც მხიარული მუსიკის მოსმენა. არის კიდევ რამოდენიმე საშუალება, რომ განწყობა გაიუმჯობესო და უბრალოდ იყო ბედნიერი.

1. მიირთვი ხილი და ბოსტნეული

fruit veggie salads

ბრიტანეთის უნივერსიტეტის უახლესი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის 7 პორციას ითვისებენ, სხვებთან შედარებით გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს და გამოირჩევიან გონებრივი სიჯანსაღით. ჩიფსების ნაცვლად თხილი ან ჩირი წაისუსნე. მოიმზადე ბოსტნეულისა ან ხილის მსუბუქი სალათები და მიირთვი რამდენჯერაც მოგშივდება.

2. შემოიტანე მზის ენერგია

gerbera2

არ არის აუცილებელი მთელი თაიგული შეიძინო, მხოლდ ერთი ცალი მზესუმზირის ან გერბერას ყვავილი (რომელიც ლარი ან თეთრები ღირს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება) შენს სამუშაო მაგიდას გაახალისებს და მზის სითბოს შემოიტანს შენს ირგვლივ მყოფთა განწყობაშიც. ამასთანავე, შენს წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

3. მოეფერე ლეკვს

puppy kitty

ცხოველთან გათამაშება და მოფერება სტრესს ამცირებს და წნევას არეგულირებს. პატარა ცხოველისადმი დათმობილი ყურადღების სანაცვლოდ, უპირობო სიყვარულს იღებთ მისგან და პოზიტივთ ივსებით კიდევ ერთი არსების გაბედნიერებით. აიყვანეთ ცხოველი ან მეგობრის ლეკვი გაასეირნეთ ხოლმე.

4. ფეხით გაისეირნე

walk home

რუტინა და დალაგებული ცხოვრება ამშვიდებს ადამიანებს, მაგრამ ამავე დროს ცხოვრებაში ცვლილებისა და სიახლის შემოტანა ხშირ შემთხვევაში პოზიტიურ ემოციებს გვგვრის. კვირაში ერთხელ შეცვალე სახლში მიმავალი მარშრუტი, ფეხით წადი სახლში თუ ახლოს ცხოვრობ, ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდი, თუ ტრანსპორტით მგზავრობა გიწევს და სახლამდე გაისეირნე.

5. უბრალოდ უარი თქვი

say no

თუ ხათრიანი და მორიდებული ადამიანი ხარ, უარის თქმასაც გამბედაობა უნდა. შენი დროის პატრონი შენ ხარ და ისედაც მწირი თავისუფალი დრო არასასიამოვნო, სავალდებულო, არაფრის მომცემ საქმეებში არ უნდა გალიო. „ბოდიშს გიხდი, სხვა გეგმები მაქვს“ – მარტივი ფრაზა, რომლითაც აირიდებ არასავალდებულო, ზრდილობის გულისთვის გამოგზავნილ ნათესავის თუ მეზობლის მოწვევას, სახლში დაპატიჟებას, უცხო ხალხით სავსე დაბადების დღეზე მისვლას.

6. აანთე სურნელოვანი სანთელი

massage-aromatherapy

დამტკიცებულია, რომ არომათერაპია დადებითად მოქმედებს განწყობაზე. გაინებივრე თავი, აანთე ლავანდის სურნელოვანი სანთელი, მიიღე ფორთოხლის საშხაპე გელის გამახალისებელი შხაპი, დააყენე მწვანე ვაშლის ჩაი და განიტვირთე.

7. დაისახე მარტივი მიზნები

check

თუნდაც ეს იყოს კარადის დალაგება, ან ბოსტნეულის სალათის მომზადება მომდევნო დღისათვის. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ:

„მიღწევები, რაოდენ მცირეც არ უნდა იყვნენ, აძლიერებენ ჩვენში ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნებას. მიზნის მიღწევა და შედეგის დანახვა კი სიხარულს გვანიჭებს და თვითშეფასებას გვიმაღლებს, რაც ბედნიერების ნაწილია“.

8. იპოვე შენი ფერი

color

სახლში კედლის გადაღებვამ შესაძლებელია საოცრად პოზიტიური ეფექტი მოგვცეს. მიჩნეულია, რომ ცისფერი დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა (იდეალურია საძინებლებისათის), ხოლო მწვანე განტვირთვის ფერია (კარგია მისაღები ოთახისთვის). ყვითელი და ფორთოხლისფერი მზიან და ნათელ განწყობას ქმნის, სამზარეულოში კი მადას აღძრავს.

9. გადი სარბენად

runnerontrack

ან დაკავდი ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობით. ერთ კილომეტრს გაირბენ თუ ათს, კმაყოფილების გრძნობა (და კალორიების წვა) კარგ ხასიათზე დაგაყენებს.

იპოვე შენი გამაბედნიერებელი ქმედება, ნივთი, წვრილმანი და გაიხალისე ცხოვრება. ნუ აყვები უჟმურ ამინდს.

მსგავსი სტატიები
3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?