Home მოტივაცია & პოზიტივი

ქართველი მოდის ბლოგერი და Pink.ge-ს ავტორი ფეფე, იგივე ირინკა ანდრეევა, თავისი ბავშვობის დროინდელი ფოტოების წლების შემდეგ აღდგენილ ვერსიებს გვთავაზობს.

ბავშვობის ტკბილი მოგონებები ყოველთვის ილექება ჩვენს მეხსიერებაში, მე კი ფოტოკამერების არსებობის დიდი მადლიერი ვარ. ჩემი შვებულება ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, ერთი დღე კი ოჯახით სახალისო ფოტოსესიას დავუთმეთ. ვფიქრობ, ბევრს გინახავთ ინტერნეტ სივრცეში ძველად გადაღებული ფოტოების აღდგენილი სერიები, ფოტოებზე ასახული უკვე გაზრდილი ადამიანებით, ჩვენც დიდი ხნის სურვილი ავისრულეთ, ტენდენციას არ ჩამოვრჩით და შედეგითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით, გარდა იმისა რომ ბევრი ვიმხიარულეთ გადაღებისას.

irinka Lizi

Irinka1

irinka2

Irinka3

ირინკას სხვა პროექტების და ფოტოსესიების ნახვა შეგიძლიათ Facebook-ზე, Instagram-ზე, Lookbook-ზე და Pinterest-ზე.

 

ფოტოები პირველად გამოქვეყნდა ფეფეს პირად ბლოგზე. მასალა გამოქვეყნებულია ავტორის ნებასურვილით.

თუ გაქვთ საინტერესო ფოტოპროექტი ან გსურთ სტატიის გამოქვეყნება, მოგვწერეთ ელფოსტაზე editor@pink.ge

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?