ალბათ თითოეული ადამიანი დაეთანხმება რომ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გბეზრდება ის რაც გაქვს (იქნება ეს სამუშაო, საცხოვრებელი, ჩაცმის თუ ვარცხნილობის სტილი და ა.შ) და გინდა ცვლილელები, რომელიც ახალ სუნთქვას შთაბერავს შენს ცხოვრებას და ახლებურად წარმართავს ყველაფერს.

მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან გვინდოდეს ცვლილელები – მათი მაინც (მეტად თუ ნაკლებად) ყველას გვეშინია, ამიტომ ძირითადად ვცდილობთ აქტიური ქმედებები დროში გადავამისამართოთ და თავი სხვადასხვა რამით გავიმართლოთ ხოლმე.

 

საკუთარი გამოცდილებით გეტყვით რომ ცვლილელები აუცილებლად ღირს განხორციელებად –  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დოზით, თუმცა იმისათვის რომ არც ჩვენ ჩავვარდეთ შოკში და არც სხვები გადავრიოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას , ისევ და ისევ ჩემი გამოცდილებიდან და ვიმედოვნებ რომ ისინი თქვენც გამოგადგებათ.

1. ჩამოწერეთ სია თუ რა გინდათ შეცვალოთ ან რა მოგბეზრდათ (იქნება ეს სტილი, ვარცხნილობა, კვების რეჟიმი, სამსახური თუ ნებისმიერი სხვა რამ)

2. დაწერეთ ვადები. მაგალითად თუ თქვენ გინდათ შეცვალოთ ვარცხნილობაც და სამუშაო ადგილიც მიუთითეთ ვადები ამ ორივე აქტივობას, ვადები რომლებსაც არ უნდა გადააცილოთ.

მაგალითად: ახალი ვარცხნილობა – 2 ოქტომბერი 2011 წელი
ახალი სამსახური  – 25 ნოემბერი 2011 წელი

3. შემდეგ ამ პუნქტების მიხედვით ჩამოწერეთ თუ რა აქტივობები გაქვთ განსახორციელებლი ან რა მახასიათებლებს უნდა აკმაყო ფილებდეს ეს ცვლილება.

მაგალითად: ახალი ვარცხნილობა  = თმის შეჭრა/დავარცხნა/შეღებვა/დახვევა/გადაპარსვა.

ახალი სამსახური უნდა იყოს – 2000 ლარი ხელფასით, საკუთარი კაბინეტით, სახლთან ახლოს

4. ამ ყველაფრის შემდეგ კი ყოველი დღე დაიწყეთ ამ სიით, კარგად გადახედეთ კიდევ ერთხელ დაფიქრდით თუ როგორ მოხერხებთ ამ ცვლილელების განხორციელებას და შემდეგ უკვე დაიწყეთ დღე.

მერწმუნეთ ადრე თუ გვიან ”გონება გაგინათდებათ” და აუცილებლად იპოვნით გზას თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზნებს.

შეცვალე შენი ცხოვრება

ცუდია გინდოდეს რაღაც და ვერ იღებდე, მაგრამ კიდევ უფრო უარესია როდესაც არაფერს აკეთებ იმისათვის რომ მიიღო რაც გინდა !

გისურვებთ წარმატებებს!