ჩემი ფეისბუქელი მეგობრის კედელზე წავიკითხე, რომ არსებობს ადამიანთა ოთხი ტიპი. ადამიანი -სტაფილო, ადამიანი- ხე, ადამიანი-კვერცხი და ადამიანი-ყავა.

თურმე ვინმე, ამ ოთხივე ინგრედიენტს ჩაყრის წყალში და წამოადუღებს განსაკუთრებით კარგად დაინახავს ადამიანთა ტიპების დახასიათებას.

ამ შემთხვევაში დუღილი ცხოვრებისეულ გაჭირვებას გამოხატავს.

სტაფილო

დუღილისას (გაჭირვებაში) ბუნებრივად მაგარიი სტაფილო, როგორც შინაგანად ასევე გარეგნულად რბილდება და ძალიან დამყოლი ხდება. აქედან გამომდინარე  ერთი შეხედვით მაგარი ადამიანი “სტაფილო” ვერ უძლებს ცხოვრებისეულ პრობლემებს და ნებდება მას.

სტაფილო

ხე

ხე დუღილისას ურყევია, ანუ ადამიანი “ხე” გაჭირვების ჟამს უცვლელად დგას და სხვისთვის შეუმჩნევლად აგვარებს პრობლემებს.

ხე

კვერცხი

თუკი კვერცხს დუღილის პროცესში დავაკვირდებით , ვნახავთ, რომ ერთი შეხედვით სათუთი კვერცხი ძალიან გამაგრდა და მისი თხევადი მასები სულაც არ არის თხევადი და ბლანტი, არამედ გამაგრებულია. ასევეა ადამიანი “კვერცხიც”, გაჭირვებისას იგი სულიერად და გარეგნულად მაგრდება, ემზადება პრობლემების გადასალახად.

კვერცხი

ყავა

ხოლო ყავა კი, დუღილის დროს სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ასეთი ტიპის ადამიანები გაჭირვების დროსაც კი სასურველია. იგი არ გახვევს საკუთარ პრობლემას თავს, პირიქით  გაძლევს ძალას და სურნელოვანს ხდის შენს ცხოვრებას.

ყავა

როდესაც ამას გადავხედე, მივხვდი, რომ სულაც არ არის კვერცხობა “გრეხი”, აი ყავა ხომ საერთოდ იდეალური შემთხვევაა, ხე ისედაც ვარ, ხოლო სტაფილოობა არ მხიბლავს.