ეს გოგონები ყველას გვახსოვს: ბელი, ავრორა, კონკია, ფიფქია, არიელი… ბავშვობაში ყველას გვინდოდა, მათნაირები ვყოფილიყავით: ჩვენც გვყოლოდა პრინცები თეთრ ცხენზე და ის ულამაზესი კაბებიც გვქონოდა, რომლითაც საფინალო ცეკვისას გვჭრიდნენ ხოლმე თვალს…

ბავშვები იზრდებიან, მაგრამ რჩება სიყვარული ბავშვობის გმირებისადმი. ალბათ, შენც გყავდა საყვარელი დისნეის პრინცესა. ეს სახალისო ტესტი დაგეხმარება, გაიგო, რას ამბობს შენი საყვარელი გმირი შენზე.

რომელია შენი საყვარელი პრინცესა?

View Results

Loading ... Loading ...

ბელი

belle

კითხვის მოყვარული ყოფილხარ. სავარაუდოდ, შენი სოციალური ქსელები სავსეა შენი შთაბეჭდილებებით წაკითხულ წიგნებზე, საყვარელ, ფუმფულა ცხოველებზე და ჩაიზე პოსტებით. თუმცა, შეიძლება უკვე ძალიან ბევრ ფემინისტურ თეორიასაც კითხულობ და ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ხარ განწყობილი მამაკაცების მიმართ. იმის დაჯერება ცოტათი გიჭირს, რომ ბიჭს უბრალოდ მოსწონხარ იმის გამო, რომ კარგად გამოიყურები და გაურბიხარ მასთან ურთიერთობას. შენ ხომ უკეთესი რამ იცი გართობისათვის,- ახალი წიგნი!

არიელი

ariel

შენი სამყარო და მოსაზრებები შორსაა საზოგადოებისაგან. შენ მზად ხარ აქედან გასაქცევად და ყველაფერს გააკეთებ, რომ ამ მოწყენილობას დააღწიო თავი, მაშინაც კი, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გაჰყვე მამაკაცს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ იდეალურია შენთვის და არც კარგად გიცნობს. თუ ის დიდ ქალაქში მიდის იმისთვის, რომ ცნობილი მომღერალი გახდეს, შენ აუცილებლად გაჰყვები მას და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ აქაურ მოწყენილობას გაერიდო.

რაპუნცელი

Tangled

შენ ის გოგონა ხარ, რომელსაც ყველაზე ხშირად ეკითხებიან: “რა საშუალებას იყენებ თმის მოსავლელად?”, როცა საკუთარ ფოტოებს აქვეყნებ სოციალურ ქსელში. შენ კარგად იცი შენი თმის ფასი და არც სერიოზული ინვესტიციის ჩადებას ერიდები მასში, რადგან შედეგისაც გჯერა. მართლაც, არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე განცვიფრებული მამრის სახე, რომელიც შენს მშვენიერ თმას ვერ სწყვეტს თვალს. შენ ყოველთვის აღწევ მიზანს, ამ ქერა ლამაზმანის მიზანსწრაფულობა ნამდვილად არ გაკლია.

მულანი

mulan_edited-1

ერთადერთიო რამ, რასაც, ალბათ, არასდროს დათანხმდები, სქესთა შორის გენდერული ნორმების არსებობაა! შენ ის ქალი ხარ, რომელიც სასურველს ნებისმიერ ფასად მიაღწევს და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ხშირად სწორედ შენი ქალური საწყისი დაიჩაგრება ამ დროს. თუ შენ გინდა მამაკაცივით იცვამდე და გამოიყურებოდე, იზამ კიდეც ამას. თუ გინდა, შეასრულო სამუშაო, რომელიც “მამაკაცურია”, ხვალვე დაიწყებ მის კეთებას. თუ ჰუნების დახოცვა გინდა, მთავარია, ვინმემ მშვილდი და ისრები მოგცეს. რაღა თქმა უნდა, თუ შენი არმიის hot and sexy კაპიტანი მოგეწონა, აუცილებლად წამოიყვან სახლში და არც  მეტიჩარა ბებიასთან დატრაბახება გაგიჭირდება არმიული სექსის ავკარგიანობზე.

ჟასმინი

jasmine

ხალხი ხშირად ცდილობს, გვასწავლოს ჭკუა. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ შენს მაგივრად იმის არჩევა, სად იცხოვრო, ვისზე გათხოვდე, რა ჩაიცვა, მაგრამ ისინი კარგად არ გიცნობენ.

შენში მეამბოხე ქალი ცხოვრობს. შენ კარგად იცი, რა გინდა და მატერიალურ ფასეულობებზე მეტად ადამიანში მის სულიერ და პიროვნულ თვისებებს აფასებ. ამიტომაც სულაც არაა შენთვის პრობლემა, ისეთ ადამიანს დაუკავშირო ცხოვრება, რომელსაც ერთი პერანგის მეტი არაფერი აბადია, თუმცა შენ ამასაც შენებურად გააკეთებ.

ავრორა

disney_edited-1

შენ ნამდვილად არ ხარ დილის ადამიანი. ყოველთვის კრეატიული და ხალისიანი ხარ, მაგრამ არა დილის 10 საათზე. ხშირად ამის გამო პრობლემებიც გექმნება, სახლში, სამსახურში, პირად ცხოვრებაში, თუცა რას ვიზამთ… ისე კი, ალბათ სულაც არ გაქვს სურვილი, ლოგინიდან ფეხი გადმოდგა მანამ, სანამ გვერდით სიმპატიური პრინცი გიწევს, რომელსაც არაჩვეულებრივი თმა აქვს და მზადაა, ვნებიანად გაკოცოს…

კონკია

cindy

ძალიან ბევრს შრომობ სხვებისთვის. სავარაუდოდ, მუშაობ სამსახურში, რომელიც არ მოგწონს და არც ფინანსურად უზრუნველგყოფს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერი მუშაკი ხარ, სათანადოდ არ გაფასებენ. ისე, კაცმა რომ თქვას, მამაკაცი სულაც არ გჭირდება გვერდით სრულყოფილებისათვის, მაგრამ სულ ცოტა წახმარება არ გაწყენდა; მამაკაცი თუ არა, ოთახის მეზობელი მაინც, ვინც შენთან ერთად ხარჯებს გაინაწილებს და შენც შეძლებ  უნივერსიტეტის დამთავრებას, რომ სასურველი სამსახურიც იპოვნო და ოცნებებიც აიხდინო.

მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ ბოროტი დედინაცვლისგან წასვლა და შენი ოცნებების ასახდენად ზრუნვის დაწყება არასდროსაა გვიანი.

ტიანა

tiana

იდეალური დიასახლისი! ქალი, რომელსაც ყევლაფერი გამოსდის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საკუთარი თავისთვის დრო რომ არ გრჩება? ხანდახან საჭიროა, შოპინგზე წახვიდე და სიმპატიურ ბიჭსაც შეხვდე. ჰო, ჰო, სწორედ იმას, სექსუალურ ბრუნო მარსს რომ ჰგავს და ხშირად გაყოლებს ხოლმე თვალს, ახლოს რომ ჩაუვლი. შენ კარგად იცი, რა გინდა და აუცილებლად გახსნი კიდეც საკუთარ საქმეს ერთ დღესაც, რომელიც მომგებიანი გახდება. მანამდე კი ადექი, გამორთე კომპიუტერი, გაზქურაც არ დაგავიწყდეს, ჩაიცვი ლამაზი კაბა დეკოლტეთი და წინ, სექსუალური ბრუნო მარსისკენ ჭიქა მარტინის დასალევად.

ესმერალდა

esme

მორცხვობის მიუხედავად ძლიერი ქალი ხარ და არ აქცევ ყურადღებას იმას, თუ რას ჩურჩულებს ხალხი შენს ზურგს უკან შენი გამომწვევი გარეგნობის გამო. შენი ყოველდღიური საქმიანობა ნამდვილად არ შეგიშლის ხელს, ყველას მშვიდობა უსურვო და დაეხმარო მათ, თუმცა ჯერ საკმარისი ფული არ გაქვს იმისთვის, რომ ყველას ეყოს შენი ქველმოქმედება და გულისხმიერება. შენ თავდაჯერებული და სექსუალური ხარ,- ეს კი ნამდვილად მომაკვდინებელი კომბინაციაა.

ფიფქია

Snow-White-snow-white-and-the-seven-dwarfs-352821_806_600

შენ ნამდვილად გიყვარს სახლში საქმიანობა, მერე ცხოველებთან ერთად საათობით სეირნობა. ბოლოს სახლში ბრუნდებით ერთად და პაწაწინა ჩიტები და ირმები სახლის დალაგებაშიც გეხმარებიან. დღე ასე გადის, სანამ 7 ჯუჯა არ დაბრუნდება სახლში… არ ვიცი, არ ვიცი… ან ძალიან მდიდარი ფანტაზია გაქვს, ან ამფეტამინებსა და ანტიდეპრესანდების სმას უნდა დაანებო თავი. სხვა თუ არაფერი, ჯანმრთელობისთვისაა საზიანო.

პოკაჰონტასი

poc

მსოფლიოს პრობლემებიდან შეიძლება მცოლოდ 2 რამ განაღვლებდეს: გლობალური დათბობა და თეთრკანიანი რასის უპირატესობა. მუდმივად ცდილობ, ადამიანების თანასწორობას გაუსვა ხაზი და ამისთვის სოციალურ ქსელებს იყენებ აქტიურად. შენ ის ადამიანი არ ხარ, რომელსაც მოდური ტანსაცმელი და აქსესუარები ყველაფერს ურჩევნია. ნამდვილად არ გჭირდება ლამაზი ყელსაბამი იმისთვის, რომ მშვენივრად გამოიყურებოდე. ჰო, შენც ელაპარაკები ცხოველებს, მაგრამ აშკარად უფრო დამაჯერებლად, ვიდრე ფიფქია :)

მეგი

megara

ჰო, შენი ყოფილი შეყვარებული ნამდვილად არ გახლდათ ბედის საჩუქარი.  შენ მისთვის შეუძლებელიც კი გააკეთე, მაგრამ მან მაინც სხვა გამჯობინა. სწორედ ამის შემდეგ დანერგე პრაქტიკაში სარკაზმი, თეძოების სექსუალური მოძრაობა და ფოლადივით მტკიცე კედელი შენი პიროვნების დასამალად, არა? მაგრამ აი, გამოჩნდა მშვენიერი ბიჭი დიდი კუნთებით, კეთილი თვალებითა და გმირული თვისებებით. ჰო, შენ შეგიყვარდება ის, მაგრამ შენებურად, შენი წესებით. თუმცა სანამ რამეს გააკეთებდე, კარგად დაფიქრდი: რამდენიმეთვიანი კატათაგვობანას თამაში და ახალი პარტნიორის კარგად გაცნობა ხომ არ სჯობს ისევ მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩენას?