უნივერსალური ამოცანა, რომელის ამოხსნაც მსოფლიოს შეგნებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, საკუთარი თავის პოვნაა.

თუ ქვემოთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცემ პასუხს, საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამ „მე“-ს საძიებლად.

1. სად გრძნობ თავს ყველაზე თავისუფლად?

აირჩიე რეალურად არსებული ადგილი, სადაც სრულ სიმშვიდეს აღწევ. ადგილი, სადაც შენს ყურადღებას არავინ და არაფერი მოითხოვს შესაბამისად, კონცენტრირებას შეძლებ.

true self (3)

2. რას ძალუძს შენი მობრუნება პოზიტივისკენ?

ჩამოთვალე 25 ასეთი საშუალება, მაგ.: ნაყინი, შოკოლადი, ფრთიანი გამონათქვამი და ა.შ. რაც უნდა იყოს, ეცადე მათი უმრავლესობით ზემოხსენებული ადგილი მოამარაგო. მოთავსდი გემრიელად და ისიამოვნე. ნუ იმოძრავებ ბევრს. დააფასე წამი. შემდეგ კითხვაზე გადასვლამდე დარწმუნდი, რომ ნეტარებას განიცდი.

3. რა არის შენთვის შესაძლებელი?

შენი გონება ამ დროისთვის უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი საზრუნავისგან. ჩამოწერე ყველაფერი, რაც მოგაფიქრდება, მიუხედავად იმისა, რაოდენ აბსურდულად ჟღერს ის. ნუ მიმართავ ცენზურას. ამ სიას ვერავინ იხილავს (თუ გსურს, დაწვი კიდეც). დაწერე კონკრეტულად. ოცნებები ოცნებებად დარჩება, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამ მათ განსახორციელებლად.

true self (1)

4. ვინ გინდა იყო?

შეხედე სიას. თუ გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან, ზოგიერთი პუნქტი უფრო მეტად აგიჩქარებს გულს. ამოირჩიე ერთი, ყველაზე ამაღელვებელი. წარმოიდგინე ადამიანი, რომელსაც ეს ოცნება რეალობად ექცა. რა თვისებები და უნარები ახასიათებს მას? რას აფასებს ყველაზე მეტად? ვის გარშემო ტრიალებს ის? წარმოსახე მთლიანობაში ინდივიდი.

5. რა უნდა მოიქმოქმედო მიზნის მისაღწევად?

ღრმად ჩაისუნთქე. გულახდილი საუბრის დროა. შეხედე წარმოსახულ ადამიანს და შეხედე საკუთარ თავს. რომელ პუნქტს სჭირდება შესწორება? რა მიმართულებით უნდა განვითარდე? დაჰყავი მცირე ნაბიჯებად და ჩამოწერე. ეს შენი გზის რუკაა. არ აქვს მნიშვნელობა ნაბიჯების რაოდენობას. მთავარია, დაიწყო.

true self (2)

როცა გეგმას დასახავ, ბოლო კითხვა ყოველდღიურად დაუსვი თავს. ყველაფერი, რაც ხელს გიშლის, თავიდან უნდა მოიშორო.

გაგვიზიარე შენი პროგრესი.

გისურვებთ წარმატებას!