“მცირედი” განსხვავებაა ხალხში, მაგრამ ეს “მცირედი” განსხვავებები “დიდ” განსხვავებას იწვევს. “მცირედია” – შენი დამოკიდებულება, “დიდი” – ეს დამოკიდებულება პოზიტიურია, თუ ნეგატიური. – ვ. კლემენტ სტოუნი

რატომ გვახასიათებს ნეგატიური აზროვნება?

იმიტომ, რომ როცა “უარესს ველით” გული ნაკლებად გვტკივა. მოულოდნელი უბედურება უფრო რთულად გადასატანი რამაა.

მიზეზად შეგვიძლია აგრეთვე, დავასახელოთ ჩვენი სურვილი ყოველთვის ვიყოთ მართალი. რაოდენ სულელურადაც უნდა ჟღერდეს, ხშირად, ჩვენი ნეგატიური წინასწარმეტყველება მართლდება და პოზიტიური შედეგიც ნაკლებად დგება. სხვა სიტყვებით, ვაზროვნებთ ნეგატიურად, ასეთსავე შედეგებს ვწინასწარმეტყველებთ და არც ვცდებით.

რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ცხოვრებისგან გვჭირდება. მაშ, როგორ დავაღწიოთ თავი ამ ხაფანგს?
ჩვენ ოთხ გზას გასწავლით, რომელიც უარყოფითი შინაგანი ხმის ჩახშობაში დაგეხმარება.

1. ეცადე, ფოკუსირება მოახდინო მედლის მეორე მხარეზე

lVUjhKwD4b

ცხოვრება მარტივად, შავ-თეთრი არ არის. მსგავსი რადიკალური აზროვნება უსწრაფესი გზაა ნეგატიურისკენ.

რამდენადაც სიტუაციების 99.9 % სრულყოფილთან მიახლოებულიც კი არ არის, მსგავსი აზროვნება ცალსახად ნეგატივისკენ წაგვიყვანს.

ეცადე, მედალის მეორე მხარეც შენიშნო, ის მხარე, რომელიც ცუდსაც კი პოზიტიური კუთხით დაგანახებს, რადგან არაფერია ბოლომდე კარგი, ან ცუდი.

2. შეწყვიტე ნეგატიური ნიშნების “აღმოჩენის” მცდელობები

ws5G6N2ojd
ხშირად, ისეთ დასკვნებს ვაკეთებთ, რაც ჩვენში და ახლობლებში იწვევს უსარგებლო და ყოვლად უაზრო ნერვიულობას, ტკივილსა თუ წყენას. ნუ ეძებ ფარულ აზრებს სხვების ნათქვამში. თუ ვინმე დუმს, ნუ იფიქრებ, რომ ის რამეს მალავს შენგან.

სიტუაციის ზუსტად შესაფასებლად სრული სურათის დანახვა გჭირდება, ამიტომ იქონიე მოთმინება და ნუ გამოიტან ნაადრევ დასკვნებს.

შემდეგ ჯერზე, როდესაც ძალებში ეჭვი შეგეპარება და საკუთარ თავს სტრესში ჩააგდებ არარსებული პრობლემის გამო, შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და თქვი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ შენს გონებაში არსებობს. იმის გარჩევა, რა არის რეალობა და რა – შენი წარმოსახვის ნაყოფი, პოზიტიური ცხორებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

3. განსაზღვრე და თავიდან მოიცილე უსარგებლო წესები და მოლოდინები

i3QbexUO3d
სამყაროს უნდა გაუმკლავდე. მაგრამ გაითვალისწინე როგორია ის რეალურად და არა შენს წარმოსახვაში.

ცხოვრება უსიამოვნოსთან ერთად სასიამოვნო სიურპრიზებსაც გიმზადებს და არაერთხელ გაგაოცებს, მაგრამ ნუ გექნება უარყოფითი მოლოდინები და მით უმეტეს, ნუ დააწესებ “ცხოვრების წესებს” – ისინი გზღუდავენ და ხელოვნურ ბარიერებს გიქმნიან, დახმარებით კი არაფერში გეხმარებიან.

მთავარია, მოვლენები აღიქვა ისე, როგორიც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც გეგონა, გსურდა ან იმედოვნებდი.

4. გამოიყენე უარი ახალ შესაძლებლობათა მოსაპოვებლად

JKyFF7sGp9

“ფანჯარა იხურება – კარი იღება”. თუ ვინმე გაკრიტიკებს, ნუ იფიქრებ, რომ შენ ამ კრიტიკის ღირსი ხარ და აზრი არ აქვს მცდელობას. დაიმახსოვრე, ეს ადამიანები არ არიან შენი ცხოვრების წიგნის ახალ თავში შენთან ერთად მოგზაურობის ღირსნი. “უარყოფა” აუცილებელი მედიკამენტია, რომელიც გასწავლის გვერდზე გადადო ის, რაც საბოლოო ჯამში არსად მიგიყვანს.

 

სრულიად ბუნებრივია, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო იმიტომ, რომ ადამიანი ხარ. მაგრამ იცოდე, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. დაისვენე და მიჰყევი ცხოვრებას, ის თავად გაჩვენებს გზებს. ბევრ შემთხვევაში შედეგის შეცვლა არ შეგიძლია, მაგრამ ამის გამო საკუთარ თავს ნუ შეცვლი, თუ ეს არ გსურს და მხოლოდ იმიტომ ცდილობ, რომ სხვებს ასიამოვნო. ეცადე, გაიზარდო და გამოთავისუფლებული დრო თვითგანვითარებას მოახმარო, ის აკეთო, რაც გიყვარს.

 

პოზიტივი

იფიქრე პოზიტიურად. ცხოვრება, მართლაც რომ, მშვენიერია.

ასე რომ, გაიღიმე და იყავი მართალი საკუთარ თავთან და გულთან. ადრე თუ გვიან, შინაგან ნეგატიურ ხმას აღარაფერი დარჩება სათქმელი.