Home თავის მოვლა

თუ გსურს მოიგო აბონემენტი ANANDA YOGA TBILISI-სგან, მიიღე მონაწილეობა ჩვენს კონკურსში: მის ზაფხული 2013!

 

ძალიან დიდი ხანი შორიდან შევტრფოდი იოგის მეთოდით ვარჯიშს, მეგონა რომ ძალიან რთული და ჩემთვის მიუღწეველი ვარჯიშები იყო, თუმცა გამოხდა ხანი და ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა იოგის საიდუმლოს მაზიარა. რა თქმა უნდა რთულია რიგი პოზების შესრულება, თუმცა მიუღწეველი ნამდვილად არაფერია.

რომ დავწერო დიდი იოგი ვარ მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, თუმცა ამ პოსტში მოყვანილ პოზებს არც განსაკუთრებული მოხერხებულობა უნდა და არც ზედმეტი ძალისხმევა. ალბათ ამიტომაც კვირაში რამდენჯერმე, ჩვეულებრივი ფიტნესთან სინთეზში ვიყენებ. სხვათაშორის ფიტნეს-იოგა საზღვარგარეთ იოგის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია.

best-yoga-moves-400x400

სანამ ამ მარტივ პოზებს გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იოგის მეთოდით ვარჯიში აჯანსაღებს ადამიანის ორგანიზმს, წვავს კალორიებს, ამცირებს ცელულიტის წარმოქმნის შანსს, არის რელაქსაციის საუკეთესო საშუალება, სხვა დადებით შედეგებთან ერთად ადამიანის სხეული იღებს საუკეთესო ფორმებს. ერთ-ერთი დიდი პლიუსი იოგის მეთოდს, რაც სხვა მეთოდებისგან განასხვავებს არის ის, რომ მაქსიმალურად ნელა და მშვიდად ასრულებ ვარჯიშებს, სხვა მეთოდებით ვარჯიში კი ჩვენგან დიდ ძალისხმევას და ენერგიის დახარჯვას მოითხოვს, თუმცა შედეგი ერთნაირი აქვთ.

მოკლედ თუ გსურთ, მუდამ ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ და სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის დრო არ გყოფნით, გადაათვალიერეთ ეს მეტად მარტივი ვარჯიშები სხეულის ცალკეული ზონისთვის, თითოეულის შესრულებას ძალიან ცოტა დრო და ბევრი დაკვირვება ჭირდება, ეცადეთ ვარჯიშო სწორად შეასრულოთ.

1. დელფინის პოზა

yoga-arm-move-400

მიზანი: ჩვენი სხეულით სამკუთხედი უნდა შევქმნათ.

დასაწყისისთვის დავდგეთ მუხლებზე და დავეყრდნოთ იდაყვებს. შემდეგ ნელნელა გავშალოთ მუხლები, დავჭიმოთ თეძოები და მკლავები. სასურველია პოზის შესრულება სარკის ან ზედამხედველის წინ მოხდეს, რათა აკონტროლოთ თქვენი სხეულის პოზიცია და ვარჯიშის სისწორე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც სასურველ პოზას მიაღწევ, გაჩერდი რამდენიმე წამით, შეისუნთქე, დაუბრუნდი საწყის პოზიციას. დროთა განმავლობაში შეგიძლია რამდენჯერმე შეასრულო, შუალედებში კი ამოსუნთქვა არ დაგავიწყდეს. ამ ვარჯიშით ამუშავებ ბიცეფსს, ტრიცეფსს და მხარბეჭს.

2. ნავის პოზა

Copy of boat-pose-bethenny-frankel-400x400

ერთი შეხედვით შეიძლება ფრიად მარტივი გასაკეთებელი მოგეჩვენოთ თუმცა ერთი წუთი ამ პოზაში თუ გაჩერდები ნახავ როგორ იძაბება და იჭიმება მთელი სხეული. დაჯექი იატაკზე სწორად. გაშალე ფეხები წინ და შექმენი 90 გრადუსიანი კუთხე. ნელ-ნელა სხეულის ზედა ნაწილი გადახარე წინ, ხოლო ფეხები აწიე მაღლა, ისე რომ შენი სხეულის საყრდენი იატაკზე , მხოლოდ დუნდულა კუნთები დარჩეს.

ამ პოზის მეშვეობით მუცლის კუნთებს და პრესს მოიყვან მწყობრში.

3. Downward Dog Split Pose

dog-split-400x400

დასაწყისისთვის ხელებით დაეყრდენი იდაყვებს. ამოისუნთქე ღრმად და გამართული ფეხები შესწიე წინ, ძაღლის საყვარელი პოზა გაგახსენდა ალბათ მოკეცილი წინა თათები და გამართული ფეხები. ჯერ ერთი ფეხი ასწიე რაც შეიძლება მაღლა, შემდეგ მეორე და გაიმეორე რამდენჯერაც მოახერხებ.

ეს ვარჯიში შესანიშნავია ფეხის კუნთების გასამაგრებლად.

4. ძროხის პოზა

cow-face-pose-400x400

თითქოს სარელაქსაციო და მარტივი შესასრულებლად, თუმცა ეს პოზა საკმაოდ რთული მისაღწეევია, თეძო-ბარძაყის გასავარჯიშებლად კი არაჩვეულებრივი საშუალებაა. მოხარეთ მარჯვენა ფეხი მარცხნისკენ, ზემოდან კი მარცხენა ფეხი გადაადეთ მარჯვნისკენ.

სწორად და რეგულარულად შესრულების შემთხვევაში თქვენი თეძო და ბარძაყი მშვენიერ ფორმებს მიიღებს.

5. ფიცრის პოზა

jumping-plank-400x400

დაეყრდენი ხელებს და ფეხის წვერებს, მთელი სხეული გააჩერე ჰაერში და ნახავ როგორ დაიძაბება მთელი სხეული.

ამ ვარჯიშით შენი გულმკერდის კუნთები მოვა ტონუსში.

6. გვერდული ფიცრის პოზა

side-plank-crunch-1-400x400

 

ამ პოზს შესასრულებელად დაეყრდენი შენს მარჯვენა ხელს და ეცადე სხეულის წონა მთლიანად მარჯვენა ფეხზე იყოს დაყრდნობილი.

ამ ვარჯიშით შენი მკლავები და ხელის კუნთები დაიძაბება.

7. კალიას პოზა

locust-yoga-400x400

მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა იცით როგორ აზიანებს ზურგს, ხერხემალს და მის მიმდებარე კუნთებს? ასე რომ დამღლელი დღის შემდეგ გააკეთე კალიას პოზა და განტვირთე შენი ზურგი და ხერხემალი.

დაწექი მუცელზე. შემდეგ წელს ზედა ნაწილით წამოიმართე, ხელები ზურგს უკან წაიღე და ცადე ფეხები რაც შეიძლება მაღლა ასწიო. არაჩვეულებრივი მეთოდია, რათა შენი სხეული მოდუნდეს და ხერხემალმა სწორი ფორმა მიიღოს.

 

თუ გსურს მოიგო აბონემენტი ANANDA YOGA TBILISI-სგან, მიიღე მონაწილეობა ჩვენს კონკურსში: მის ზაფხული 2013!

22 კომენტარი to this post
  1. იოგას პრაქტიკა ინსტრუქტორის გარეშე იგივე შედეგს მოგცემთ რაც უაზროდ ტრენაჟორების დარბაზში სიარული ტრენერის გარეშე. საშიშიც კი არის, არის ასანები, რომლის გაკეთება არ შეიძლება ამა თუ იმ ფიზიოლოგიური დარღვევის შემთხვევაში.
    მე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე არ ვურჩევდი არავის ინსტრუქტორის გარეშე იოგას ცალკეული ვარჯიშების გაკეთებას, ძალიან ბევრი ნიუანსი არის რასაც არსად არ წერენ და რამაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს სხეულს. რა ვიცი.

  2. აქ ყველაზე მარტივი და უსაფრთხო პოზებია მოცემული. საერთო ჯამში გეთანხმები, ინსტრუქტორთან ერთად ჯობია.

  3. თუ რაიმე სამედიცინო ჩვენება ან გართულება არ გაქვთ, შეიძლება, თუმცა აჯობებს, თქვენს გინეკოლოგთანაც გაიაროთ კონსულტაცია ამ თემაზე.

  4. tu ar gagichirdebat am pozebis video rom gadaigot zedmiwevnit ra sixshirit asrulebt romeli pozis mere romels da a.sh erti sityvit msgavs videostan ertad siamovnebit daviwyebdi iogas yovel dilit msgavsi instruqcia ufro gamiadvildeboda

  5. gadaooobt? esaa martivi? :D zogi dzneliaaa gansakutrebit dzroxa damatyda fexebi:DD::D ise sad sheidzleba rom viaro ? ioga minda dzalian da sad mivide ar vici ese chemit ver vvarjishob

  6. მიუხედავად იმისა რომ ნახევარ წელზე მეტია დავდივარ, ამ ვარჯიშებიდან 2-3ცალი საკმაოდ მიჭირს. ყველაფერი სხეულზეა დამოკიდებული, ზოგისთვის რთული ვიღაცისთვის მარტივია :)

  7. ვგიჟდები იოგაზე და უკვე 2 თვეა ჩემით დავიწყე ვარჯიშები… უბრალოდ, იოგას სპირიტუალურ დონეზე მინდა შესწავლა… რატომღაც მხოლოდ ფიტნესის დატვირთვას ვანიჭებთ და არ მომწონს… :(

შენ რას იტყვი?