„Mens sana in corpore sano“ (ლათ. “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”)

ეს ფრთიანი გამოთქმა საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სინონიმია. თუმცა ის მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას არ გულისხმობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ სიჯანსაღე არის. როდესაც ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეზეა საუბარი, მე პირადად იოგას ვანიჭებ უპირატესობას. იმიტომ კი არა რომ გადასარევად ვასრულებ ასანებს, უბრალოდ ბავშვობიდან ასე დამამახსოვრდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები წიგნიდან ხათხა იოგას ვვარჯიშობთ.

ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის პილატესი. მე პირადად არასოდეს გამიკეთებია პილატესის ვარჯიშები, მაგრამ ბევრი სელებრითი თავის ლამაზ ფორმებს სწორედ მას უნდა უმადლოდეს. ეს ის ვარჯიშია, რომლის დროსაც სხეულის უმცირესი კუნთიც კი ჩართულია ვარჯიშში და სხეული მთლიანად შემართულია. დღეს შევეცდები პილატესი და იოგა ასე თუ ისე შევადარო ერთმანეთს. ძირეული დასკვნების გამოტანისაგან თავ შევიკავებ. უბრალოდ ეს პოსტი კიდევ ერთი მოწოდება იქნება ჯანსაღი ცხოვრებისაკენ.

ორივე პილატესიც და იოგაც ვარჯიშების ერთობლიობაა, რომელიც არა მარტო ალამაზებს და აჯანსაღებს სხეულს, არამედ ხდის ადამიანს სულიერად და ფიზიკურად გაწონასწორებულს. ორივე საკმაოდ პოპულარული არის და ბევრი მიმდევარი ყავს არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანების არამედ ცნობილი ადამიანების სახითაც.

რა განსხვავებაა მათ შორის? პილატესი მე-20 საუკუნეში გერმანიაში შექმნა ჯოზეფ პილატესმა, მაშინ როცა იოგა წარმოშობით ინდოეთიდან არის და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა მისი სისტემა. დღესდღეობით იოგას უამრავი სახეობა არსებობს, თუმცა მისი შექმნას ინდოელ საგა პატანჯალის უკავშირებენ.

ჯოზეფ პილატესი თავიდან თავისი ჯანმრთელობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა შემდეგ მან სპორტის რამოდენიმე სახეობაში ერთდროულად დაიწყო ვარჯიში და ბოლოს შექმნა კიდევაც ვარჯიშების ნაკრები, რომელსაც ახლა პილატეს ვუწოდებთ. ის თანდათან ხვეწავდა ტექნიკას და მეთოდებს. ჯოზეფმა ვარჯიშების  ამ მეთოდს „მაკონტროლებელი“ უწოდა, რაც გულისხმობს ტვინის საშუალებით აკონტროლო მთელი სხეული, მაშინ როცა იოგა მისი ტრადიციული გაგებით არის მეცნიერება, სხეულის დახმარებით, უფრო ზუსტად კი სუნთქვის საშუალებით აკონტროლო გონება.

როგორც არ უნდა იყოს, ორივე სისტემას მაინც გააჩნია საერთო, ეს არის ცნობიერების ამაღლება და სუნთქვის დახვეწა, ხერხემლის გაძლიერება, კუნთების გამაგრება, ეს ორივე სისტემის არსია. ამავდროულად პილატესი შეიცავს აერობიკას და იოგას რამოდენიმე პოზას, ასანებს.

მაშინ როცა პილატესი მუშავდებოდა როგორც სისტემა დახმარებოდა ომში დაჭრილებს, იოგა ყალიბდებოდა როგორც ძველი ინდური მეცნიერება სხეულის და სულის განვითარებისათვის.

იოგას სისტემა გარკვეული საფეხურებისაგან შედგება, რომლის გავლა აუცილებელია უმაღლესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ეს არა მარტო ფიზიკური არამედ ზნეობრივი და მორალური სავარჯიშოებია.

  • იამა – თავშეკავება ძალადობისაგან, ტყუილისაგან, გრძნობებისაგან, საკუთრებისაგან
  • ნიიამა – სიწმინდე, კმაყოფილება, ასკეტიზმი, თვითშესწავლა, ღმერთისადმი მორჩილება
  • ასანა – სხეულის გავარჯიშება მედიტაციისათვის
  • პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი და სხვა სავარჯიშოები
  • პრატიაჰარა – გრძნობების კონტროლი
  • დჰარანა – კონცენტრაცია
  • დჰიანა – მედიტაცია
  • სამადჰი – განთავისუფლება. ეს არის უმაღლესი წერტილი.

ჯოზეფ პილატესმა გამოყო თავისი სისტემის შემდეგი ასპექტები:

  • სუნთქვა – სისხლის უკეთესი ცირკულაციისათვის
  • ცენტრირება – ყველაფერისათვის თავისი ადგილის მიჩენა, კუნთებისათვის, თეძოებისათვის, ხერხემლისათვის და ყველა მათგანისათვის გარკვეული ვარჯიშების არსებობა
  • კონცენტრაცია – ფოკუსირება იმ ვარჯიშზე რომელიც სრულდება
  • კონტროლი – კუნთების კონტროლი
  • სიზუსტე – მოძრაობების და ტექნიკის ზუსტად დაცვა, კეთდება ვარჯიშები საფენზე თუ ტრენაჟორზე

მაშინ როცა პილატესი 34 ვარჯიშისაგან შედგება, იოგაში ასობით ასანები არის, არა მარტო სხეულის ფუნქციების გასაუმჯობესაბლად არამედ სხეულის გარკვეული პრობლემების განკურნებისა და პრევენციისათვის. დღესდღეისობით იოგაშიც და პილატესშიც მთელს მსოფლიოში ვარჯიშობენ თუმცა არც ერთი არ შეიძლება კვალიფიციური მასწავლებლის და მეთვალყურეობის გარეშე. ფიტნესის ცენტრები მსოფლიოს გარშემო ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებს იოგას და პილატესის ინტეგრირებულ კურსს სთავაზობენ.არ აქვს მნიშვნელობა იოგა მოგწონს თუ პილატესი, მთავარია გამონახო დრო საკუთარი სხეულის გასალამაზებლად და გონების დასასვენებლად. და გახსოვდეთ „ჯანმრთელობა ბედნიერების პირველი შემადგენელი ნაწილია“- ჯოზეფ პილატესი.

იოგა თუ პილატესი?

View Results

Loading ... Loading ...