თუ შენ ისეთი გოგონა ხარ, რომელიც მუდმივად თავის გარეგნობაზე ზრუნავს და სხეულის მოვლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, მაშინ Wrangler-ის ინოვაციური პროდუქტი  Denim Spa აუცილებლად დაგაინტერესებს. ეს არის ჯინსი დამატენიანებელი ეფექტით, რომლის ყიდვის შემდეგაც ძვირადღირებულ სპა სალონებში ვიზიტიც აღარ დაგჭირდება.

„ის აშკარად უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ჩვეულებრივი ჯინსი. მისი ერთდღიანი ტარების შემდეგ ჩემი ფეხები იდეალურად გრძნობს თავს, კანი კიდევ უფრო ნაზი და აბრეშუმივით რბილია, ვიდრე აქამდე იყო.“ – ამბობს ლიზ ჯაგერი (მიკ ჯაგერის ქალიშვილი)

Wrangler-ის ახალი ჯინსი შეიცავს ალოე  ვერას, ზეთისხილის ექსტრაქტსა და სხვა კოსმეტიკურ  ნივთიერებებს. ეს ნივთერებები გადატვირთულ დღის რეჟიმშიც კი, შენს ფეხებს სინაზეს და მოხდენილობას უნარჩუნებს. ეს რევოლუციური ჯინსი შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რომლებიც კანს სიმშრალისგან იცავს.

როდესაც Wrangler Denim Spa-ს ჯინსი გაცვია, ამავდროულად მაღალი დონის კოსმეტიკურ პროცედურასაც იტარებ. ამ ჯინსში არსებულ ინგრედიენტებს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც პრემიუმ კლასის სხეულის მოვლის საშუალებებს.

Wranglers Denim Spa

Denim Spa ჯინსის შემადგენლობა ფერების მიხედვითაც განსხვავდება.

მუქი ლურჯი ჯინსი ანტიცელულიტურ ნივთიერებებს შეიცავს: წყალმცენარეების ექსტრაქტს, რეტინოლს (ვიტამინი A) და კოფეინის მარცვლებს. ეს ინგრედიენტები საფრანგეთში დაიტესტა და დამტკიცდა, რომ ისინი ამცირებენ ცხიმოვან უჯრედებს და “ფორთოხლის კანის ეფექტს“.

ლურჯი ჯინსი ზეთისხილის ექსტრაქტს შეიცავს. მისი სტრუქტურა ადამიანის კანში შემავალი ლიპიდის იდენტურია, შესაბამისად ის ადვილად აღწევს კანში. ამ ჯინსს ორგანული ინგრედიენტების საშუალებით მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

ღია ლურჯი ჯინსი შეიცავს ალოე ვერას, შესაბამისად ის ამშვიდებს კანს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს კომპონენტი არ არის ალერგიული და მგრძნობიარე კანს არ აღიზიანებს.

wrangler-denim-spa

ჯინსის სპა ეფექტი გრძელდება 15 დღის განმავლობაში ან 4-დან 6 გარეცხვამდე. ამის შემდეგ კი შეგიძლია გამოიყენო სპეციალური სპრეი ჯინსისთვის, რომელიც მის ეფექტს გაახანგრძლივებს 65-დან 97 ჩაცმამდე.

თბილისის მაღაზიებში კოლექცია წარმოდგენილი იქნება როგორც ვიწრო (skinny), ასევე სწორ (straight) მოდელებში, Jeans Gallery Group-ის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე:

  • Lee & Wrangler : ● ს/ც “პიქსელი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. 34 ● ს/ც “თბილისი მოლი” (II სართული), დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.
  • Jeans Gallery : ● პეკინის 14ა ● ს/ც „ქარვასლა“ – ც.დადიანის #7

ასევე იხილეთ კატალოგის და Facebook-ის გვერდის ლინკები:

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!