Home ვარსკვლავები

დღესდღეობით Victoria’s Secret-ის მოდელები ყველაზე სექსუალურ ქალებად არიან მიჩნეული და ეს, რა თქმა უნდა, უსაფუძვლო არ არის: არცერთი ჩვენგანი არ იტყოდა უარს მათნაირი სხეულის ქონაზე!!

ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს, რომ „უბრალო მოკვდავებისათვის“, ასეთ ფორმაში ჩადგომა არარეალურია, თუმცა ცდა ხომ ბედის მონახევრეა! მოდით ვნახოთ როგორ დიეტასა და ვარჯიშის განრიგს იცავენ ისინი და, ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანის მსგავსად ჩვენც აღმოგვაჩნდეს იდეალური სხეულის ქონის შანსი.

პირველი ადგილი ჩვენი დაკვირვების ნუსხაში უჭირავს არც მეტი არც ნაკლები, „უნაკლო“ ქალს – ადრიანა ლიმას.

adriana lima 2

მისი სრული სახელია ადრიანა ფრანჩესკა ლიმა, ხოლო ზედმეტსახელებია „ქალღმერთი“, „მსოფლიოს ყველაზე ვნებიანი ქალწული“, „ბრაზილიის დედოფალი“ და კიდევ მრავალი. დამეთანხმებით, რომ ადრიანა ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ასეთ ხმამაღალ სახელებს ))

იგი 1981 წლის 12 ივნისს დაიბადა, ანუ ახლა 31 წლის არის. ზოდიაქოს ნიშანი – ტყუპები.

ადრიანას სიმაღლე არის 178 სმ, წონა – 56 კგ, ხოლო პარამეტრები  86-61-89!! მისი წარმატების პატარა საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი სხეული არის ზომიერად დაკუნთული (ამის გამო მისი მიმდევრების სიაში ჭარბობენ ფიტნეს ენთუზიასტები). ლიმას თაყვანისმცემლების რიცხვი გაოთხმაგდა მისი მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, როდესაც მან შოუსათვის სულ რამოდენიმე კვირაში დაიკლო ფეხმძიმობისას მომატებული კილოგრამები. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ მას საერთოდ არც კი ეტყობოდა, რომ ოდესმე ფეხმძიმედ იყო!

adriana lima 3

ვარჯიში

HIIT

დიდი ინტენსიურობის ინტერვალიანი ვაჯიში არის სისტემა, რომელიც შედგება რამოდენიმე დიდი ინტენსიურობისა და მათ შორის შედარებით მცირე ინტენსიურობის მქონე ვარჯიშებისაგან. ადრიანა ლიმა HIIT-ის დროს სახტუნაოს იყენებს მისი კარდიოვასკულარული და ათლეტური გამძლეობის გასაზრდელად, რაც აისახება სწრაფ წონის კლებასა და სხეულის ეფექტურ ტონუსში მოყვანაზე. HIIT ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ლიმას ვარჯიშის განრიგში და სწორედ ეს სისტემა დაეხმარა მას ფეხმძიმობისას დაგროვებული ცხიმის თავიდან მოცილებაში.

კუნთებზე ფოკუსირებული ვარჯიში

ადრიანა ასევე ასრულებს მაღალი დატვირთვის მქონე ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება მას კუნთების განვითარებასა და სასურველი სხეულის მიღებაში. ბუქნები და მუცლის ვარჯიშები ფორმას უნარჩუნებს მის სხეულს ფოტო გადაღებებიათვის.

ბოქსინგი

ადრიანა ლიმა გიჟდება ბოქსინგზე და ყოველდღიურად ცდილობს იგი თავის ვარჯიშის განრიგში ჩართოს. ამასთან იგი უბრალო დარტყმების ნაცვლად ასრულებს წვრთნების ძნელ კომბინაციებს მაღალი სისწრაფითა და ძალით. მოდელს სჯერა, რომ ფიზიკური ფორმის შენარჩუნების გარდა ბოქსინგი ეხმარება მას იყოს ფრთხილი და ზუსტი, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები არის საჭირო პოდიუმზე გამოსვლის დროს.

კაპოეირა და იოგა

სუპერმოდელი დროგამოშვებით თავის განრიგში კაპოერისაც რთავს: იგი წარმოადგენს ბრაზილიური ფესვების მქონე საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც აერთიანებს ცეკვასა და მუსიკას სისწრაფესთან და ძალასთან! ადრიანა ასევე მისდევს იოგას, რათა მისცეს თავის სხეულს სასურველი მოქნილობა, ყველაფერთან ერთად კი იგი რეგულარულად ძუნძულებს და ვარჯიშობს „ველოსიპედით“.

adriana lima

დიეტა

ადრიანა იცავს განსაკუთრებულ დიეტას, რომლის მიზანია წონის გარკვეულ დონემდე კლება შემდეგ კი მისი შენარჩუნება კალორიბის მიღების ოდნავი გაზრდით. იგი იღებს დიდი რაოდენობით მწვანე ბოსტნეულს, რომელსაც ძირითადად ორთქლზე ან გრილზე ამზადებს. მოდელი ასევე მიირთმევს 150 გრამ პროტეინს და უყვარს სხვადასხვა სახის პროტეინის შეიკებში გაერთიანება.

საუზმე:

ჩვეულებრივ, დილით ადრიანა იღებს შვრიას ქიშმიშებთან და კვერცხის ცილასთან ერთად. ზოგ დღეებში ის რძეს ან ყავასაც უმატებს მათ, ხანდახან კი სულაც მუესლის მიირთმევს იოგურტით ან თაფლით. სუპერმოდელი მისდევს პორციების კონტროლის დიეტას, ანუ მისი კალორიების მიღება დღის პროგრესირებასთან ერთად იკლებს.

ლანჩი და წახემსება:

როგორც წესი, ლიმას საუზმე წარმოადგენს თევზეულს, ქათმის ან წითელ ხორცს ბოსტნეულთან ერთად. მას სჯერა, რომ ბოჭკოვანა, რომელიც მოდელის ლანჩის დიდ ნაწილშია, ეხმარება მას საჭმლის გადამუშავებაში და ხელს უშლის კალორიების დაგროვებას სხეულში. წახემსების სახით ადრიანა იღებს უმ მოსტნეულს, მაგალითად კიტრსა და სტაფილოს, რაც აფხიზლებს მას დამღლელი დღის შემდეგ. გამონაკლისების სახით მის რაციონში ხანდახან ჩნდება როგორც შოკოლადი, ასევე თაფლი, რაც ეხმარება მოდელს ენერგიის დეფიციტის დროს.

ვახშამი:

ფართოდ ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ნაკლები კალორია სწორედ ვახშმის დროს უნდა მივიღოთ. შესაბამისად ადრიანაც უპირატესობას ანიჭებს ვახშმად მხოლოდ სალათი მიიღოს. იგი დარწმუნებულია, რომ მსუბუქი საკვები დაწოლის წინ ხელს უწყობს მის კარგ ძილს და ეხმარება სრულიად გამოცოცხლებულმა დაიწყოს შემდეგი დღე. ექსპერტების თქმით ეს არის სპეციალური კონტროლი, რომელიც მიმართულია წონაში კლებასა და სხეულის ფორმაში მოყვანისაკენ.

ლიმამ თავად განაცხადა, რომ მისდევს ექიმის მიერ რეკომენდირებულ დიეტას და დიდი ძალისხმევის ფასად უთავსებს მას ვარჯიშის განრიგსაც. მისი დიეტა ფორმულირებული იქნა სასიცოცხლო ნიშნების გაზომვის შემდეგ (სისხლის წნევა და შაქრის შემცველობა), რომელიც თითოელ ადამიანს განსხვავებული აქვს. აქედან გამომდინარე დარწმუნდით, რომ დიეტისა და ვარჯიშის დაწყებამდე ეწვევით ექიმს და მიიღებთ თქვენი ორგანიზმისათვის იდეალურ განრიგს, რაც დაგეხმარებათ ისეთი სხეულის მიღებაში, როგორიც ლიმას აქვს!!!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?