Home თავის მოვლა

იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, კარგად უნდა გრძნობდე თავს. იდეალური კანი, თმა, ფრჩხილი, და დაბერების პროცესის შენელება – ეს ყველაფერია, რასაც ინოვაციური ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი ვიადერმი გვპირდება.

ბოლო ათწლეულებში ჩვენი გასტრონომიული ჩვევები უარესობისკენ შეიცვალა. დროის უქონლობის, არანორმალური რიტმის, სტრესის გამო ნახევარფაბრიკატებს და წახემსებას შევეჩვიეთ. ზედმეტ წონას მკაცრი და ხშირ შემთხვევაში, არასწორი დიეტებით ვებრძვით.

ნურტიკოსმეტიკა, ესაა ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმის შინაგან და გარეგან მდგომარეობას აუმჯობესებს. იგი სააფთიაქო პროდუქტია, თუმცა წამლებისგან მოქმედი ნივთიერებების გაცილებით დაბალი კონცენტრაცია და შესაბამისად უკუჩვენების გაცილებით დაბალი რისკი განასხვავებს, ხოლო კოსმეტიკური პროდუქტისგან – მიღების საშუალება.

ნუტრიკოსმეტიკის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ “სილამაზის აბები” პირდაპირ სისხლში ხვდებიან, შიგნიდან მოქმედებენ კანის შრეებზე და გაცილებით მასშტაბურ და ხანგრძლივ შედეგს გვაძლევს. თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია მკურნალობის 3-6 თვიანი კურსი, ხოლო 6 თვის შემდეგ – კურსის გამეორება.

Viaderm

სულ ცოტა ხნის წინ ჩეხურმა კომპანია Walmark-მა ქართველ მომხმარებელს 2 ნუტრიკოსმეტიკური პროდუქტი წარუდგინდა: Viaderm Complete  და Viaderm Skin Beauty.

ვიადერმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის, რომ პროდუქტი არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.

Viaderm Complete

Viaderm Complete – კანის, თმის და ფრჩხილების ხარისხზე ზრუნავს. მასში შემავალი A და E ვიტამინები, მეთინონი, ბიოტინი, სილიციუმი, ფურისულას ზეთი, სპილენძი, თუთია, ნიკოტინის მჟავა უჯრედებს იცავენ დაბერებისგან, ხელს უწყობენ კანის დატენიანებას და ამცირებენ ნაოჭებს, აუმჯობესებენ თმის მოცულობას, სისქეს, ელასტიკურობას, ამცირებენ თმის ცვენას და ხელს უწყობენ მის ზრდის პროცესს, ფრჩხილებს ხდიან მეტად გამძლეს და მტკიცეს. რეკომენდებულია ქალებისთვის (და მამაკაცებისთვის), ვისაც აწუხებს დასუსტებული თმა, თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები. ასევე მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს სილამაზე და შეანელოს დაბერების პროცესი.

 

Viaderm Skin Beauty

Viaderm Skin Beauty – ის “სილამაზის ფორმულა” ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ჰიალურონის მჟავა ეხმარება კანს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში, ფურისულას ზეთი ომეგა 3-ის და ომეგა 6-ის ბუნებრივი წყაროა. ის ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებას. სილიციუმი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და ამცირებს ნაოჭებს. კოენზიმ Q10 იცავს უჯრედებს დაბერებისგან. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სულს შეანელოს უკვე დაწყებული დაბერების პროცესი, ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ჯანსაღი თმა და კანი, ქალებისთვის, რომლებიც ეძებენ კანის მოვლის სათანადო შემავსებელს, ასევე მამაკაცებისთვის, რომელთაც სურთ კანის მოვლა.

ნუტრიკოსმეტიკური პროდუქტის მიღების წინ:

  • ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, გაეცანით მიღების წესს.
  • აბების მიღებისას უარს ნუ იტყვით კანის მოვლის ტრადიციულ მეთოდებზე. კანზე გარედანაც ვიზრუნოთ.
  • ქრონიკული დაავადებების, ასევე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის მიღება შეზღუდულია, ან მკურნალობა მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?