იდეალური სამყარო რომ არსებობდეს, ალბათ ყველა რეგულარულად ივარჯიშებდა და სწორ და ჯანმრთელ საკვებს მიირთმევდა. თუმცა ეს დღევანდელ დაძაბულ და ესოდენ საქმიან სამყაროში ნამდვილად შეუძლებელია. საინტერესოა, გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, დიეტა თუ ვარჯიში იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში, ვებრძოლოთ სხვადასხვა დაავადებებს, ან უბრალოდ უკეთ ვიგრძნოთ თავი.

თუ შენი მიზანია წონაში დაკლება:

დიეტის დაცვა მოგიწევს!

მიზეზი: ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გზა გახდომისკენ მიდის კალორიების შემცირების ხარჯზე. ბევრად უფრო ადვილია 500 კალორია მოაკლო შენს დღიურ რაციონს, ვიდრე რამდენიმე საათი ივარჯიშო ფიტნეს ცენტრში და დაწვა 500 კალორია. თუმცა, ვარჯიშიც და დიეტაც აუცილებელია არა მხოლოდ წონაში დასაკლებად, არამედ წონის შენარჩუნებისთვისაც.

თუ შენი მიზანია იყო უფრო ენერგიული:

უნდა ივარჯიშო!

მიზეზი: ვარჯიშს კუნთები ტონუსში მოყავს, სიმხნევე და ამტანობა იმატებს, კუნთები ვითარდება და ამას საბოოლოდ მივყავართ სასურველ შედეგამდე – ვართ უფრო ენერგიულები და აქტიურები.

თუ შენი მიზანია გულის დაავადებების რისკის შემცირება:

მაშინ კვებას უნდა მიაქციო ყურადღება!

მიზეზი: სწორი კვება ნიშნავს იკვებო მრავალფეროვნად, მიიღო ყველა საჭირო ნივთირება, ვიტამინი და ა.შ. მაგრამ თუ ერთ რომელიმე საკვებზე გინდა შეაჩერო შენი არჩევანი, როემლიც შეამცირებს გულის დაავადებების რისკს, ეს ნამდვილად ომეგა-3 ცხიმები უნდა იყოს, რომელსაც თევზეული უხვად შეიცავს. ასე რომ მიირთვით კვირაში ორჯერ თევზი და გულის პრობლემები არ შეგაწუხებთ.

თუ შენი მიზანია დიაბეტის თავიდან აცილება (პრევენცია):

ისევ ვარჯიშია საჭირო.

მიზეზი: ჯანსაღი წონა და ვარჯიში წარმოადგენს ძლიერ დაცვას დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ვარჯიშს ის უპირატესობა აქვს, რომ აქტიური კუნთები საწვავის სახით იღებენ გლუკოზას სისხლიდან და ეს ეხმარება სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.

თუ შენი მიზანია სიმსივნის თავიდან აცილება:

მაშინ როგორც ვარჯიში, ისე დიეტა აუცილებელია!

მიზეზი: ალბათ ნათელია, რომ მცენარეული საკვები და ვარჯიში რჩება ოქროს სტანტარტად ზოგადად ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ რაც მეტს ვარჯიშობ, მით უფრო დაცული ხარ სიმსივნესგან.

თუ შენი მიზანია ხასიათზე მოსვლა:

მაშინ ამაში ვარჯიში დაგეხმარება!

მიზეზი: 20 წუთიანი აქტიური დატვირთვა საკმარისია რომ 12 საათი იყო მაღალ განწყობაზე. ასევე ვარჯიში დეპრესიის დაძლევის ერთ ერთი კარგი საშუალებაა. ვარჯიში ისეთ ცვლილებებს ახდენს ტვინში, რომ აძლიერებს შენს უნარს, გაუმკლავდე სტრესულ სიტუაციებს.

ერთი სიტყვით ნამდვილად არ წააგებთ, თუ ცოტას ივარჯიშებთ და კვებასაც მიაქცევთ ყურადღებას.