შენი კანი, თმა და ფრჩხილები რეაგირებს საკვებზე, რომელსაც ღებულობ. არასწორად შერჩეულმა დიეტამ, შესაძლოა გამოაშროს და დაასუსტოს ფრჩხილები და თმა, გამოიწვიოს მათი მტვრევადობა, თმის ცვენა. თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღე, დიეტის არჩევის კუთხით ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან ორივეს ერთნაირი პროტეინის (keratin) შემადგენლობა აქვს. მიუხედავად ამისა, მათი ჯანმრთელობა კვების გარდა სხვა გარემო ფაქტორებზეცაა დამოკიდებული: ცხოვრების წესი, გარემო, სიგარეტის კვამლი და ა.შ

საკვების კანზე მოქმედება გაცილებით უკეთ არის შესწავლილი, ვიდრე თმის ან ფრჩხილების შემთხვევაში. მაგრამ ზოგიერთ საკვებზე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ თმისა და ფრჩხილებისთვის არც თუ ისე სასარგებლოა.

➜ თევზეული

sushi

ბევრი დიეტა არსებობს, რომელთა ძირითად საკვებ ულუფას ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. თევზი თავისთავად მერკურს შეიცავს. მისი დიდი რაოდენობით მიღება, თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს.

➜ შაქარი

Candy-candy-30424652-1600-1200

ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება, არა მხოლოდ ორგანიზმისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის androgen-ის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბთმიანობაც.

➜ მაღალი გლიკემიური შემცველობის საკვები, ცომეული

2010-11-22-WhoopiePie

თეთრი პური, სპაგეტი, ნამცხვრები. მათი შემადგენლობა შაქართან ხსნადია და შესაბამისად მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც, ამ ტიპის საკვების დიდი ოდენობით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თმისა და ფრჩხილების დათხელება.

➜ ვიტამინი A

vitamin-a1

მისი დიდი ოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა გაურკვეველი წარმომავლობის აბებზე (დიეტური, იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ა.შ), ამიტომ სანამ რაიმე აბის მიღებას გადაწყვეტ, აუცილებლად გადაამოწმე მასში შედის თუ არა A ვიტამინი და თუ შედის რა რაოდენობით.

➜ პროტეინის ნაკლებობა

928broccoli

იმის გამო, რომ ფრჩხილებისა და თმის ძირითადი შემდაგენელი ნაწილი სწორედ პროტეინია, დიეტები, რომელთა დროსაც ორგანიზმი პროტეინის საკმარის რაოდენობას ვერ ღებულობს, შესაძლოა თმისა და ფრჩხილების დაზიანების მიზეზი გახდეს.

არსებობს მითი, რომ ვეგეტარიანელები ვერ ღებულობენ პროტეინის საკმარის რაოდენობას. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან პროტეინის შემცველობა ხორცის გარდა აქვს: ლობიოს, ტარხუნას, ხორბალს, ბროკოლს და კიდევ სხვა მრავალ მცენარეს.

➜ რკინის და თუთიის ნაკლებობა

poivre--rouge--de-la-viande-avec-les-legumes--la-viande-sur-la-planche_387896

არსებობს მოსაზრება, რომ თეთრი ლაქები ფრჩხილებზე, კალციუმის სიჭარბის ნიშანია. სინამდვილეში ეს ლაქები შესაძლოა გამოწვეული იყოს თუთიის (ცინკის) ნაკლებობით. თუთიაზე არანაკლებ სასარგებლოა რკინაც. ამ ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება წითელი ხორცისა და ზოგი ზღვის პროდუქტის დაგემოვნებითაა შესაძლებელი. თუ ვეგეტარიანელი ხარ, რკინით და თუთიით ორგანიზმის გასაჯანსაღებლად შეგიძლია ლობიო მიირთვა.

გაითვალისწინე, რომ იმ დიეტების დაცვით, რომლებშიც რკინის და თუთიის შემცველობა გათვალისწინებული არაა, შესაძლოა შენი თმა და ფრჩხილები დაასუსტო.