დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ხმარობს მაკიაჟს, მაგრამ შეიძლება ბევრი სასარგებლო რჩევა არ იცოდეთ. გთავაზობთ ჩვეულებრივი სადა მაკიაჟის რჩევებს.

1. დატენიანება

პირველ რიგში სახეზე დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ.

2. თქვენი კანის ფერის შესაფერისი ტონალური.

ცოტ-ცოტა ტონალირი სპონჯით (ღრუბელი, “გუბკა”) ან ფუნჯით მთელ სახეზე გაანაწილეთ მაგარმ დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხევაში არ დაიწყოთ მისი განაწილება იმავე მხარის სპონჯით ან ფუნჯით, არადმედ ამოაბრუნეთ და სუფთა მხარით გაანაწილეთ, რათა პროდუქტზე პროდუქტი არ დაედოს და ერთ ადგილას ბევრი ტონალური მოგივიდეთ.

შენიშვნა: ტონალური ნაწილდება სახის ცენტრიდან გარეთ, რადგან აქცენტი ყოველთვის ცენტრზეა.

3. პუდრი

ტონალური კარგად რომ დაჯდეს სახეზე, იგივე ტონის პუდრი გადაისვით.

4. ხარვეზების დაფარვა

თვალის გარშემო, ცხვირის ნეოსტოებთან და ტუჩების კიდეებთან ე.წ. conсealer–ი წაისვით, რათა კარგად დაიფაროს ნებისმიერი შავი ადგილები. ასევე მისი გამოყენება მუწუკებისა და რაიმე წითელი ადგილის დასაფარადაც აუცილებელია.

5. თვალის ჩრდილი და ტუში.

თუ წამწამები გინდათ რომ უფრო აპრეხილი გქონდეთ, მაშინ მანამდე სანამ ტუშს წაისვამთ, ასაპრეხით კარგად აიპრიხეთ.

6. ლოყებზე შესაფერისი რუჟი.

რუჟის წასმისას ოდნავ გაიღიმეთ და ცენტრიდან უკან განაწილეთ.

7. ტუჩსაცხი თქვენი გემოვნებით.

ტუჩები რბილი რომ დარჩეს, სანამ ტუჩსაცხს წაისვამთ, მანამდე როგირც ბაზა ჰიგიენური ტუჩსაცხი წაისვით და შემდეგ თქვენი ტუჩსაცხი.

შენიშვნა: თუ პუდრას, თვალის ჩრდილისა და რუჟის გამოყენებისას ფუნჯებს ხმარობთ, არ დაგავიწყდეთ მისი “დაფერთხვა” რათა უფრო კარგად განაწილდეს თქვენს სახეზე.

Loading ... Loading ...