მაშ ასე, როგორც უკვე იცით, მე ისევ განვაახლე თიდანში სიარული და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მართალია, ზოგჯერ მიწევს ვარჯიშების ჩაგდება, თუმცა ეს ხშირად არ ხდება და ამიტომ არ ვდარდობ. ვარჯიშები კარგად მიდის, თითქმის ჩავდექი ძველ ფორმაში და მეტ-ნაკლებად მსუბუქადაც ვვარჯიშობ. ამასთანავე, თინიკომ მომცა ზიგზაგისებური დიეტა (ეს ნიშნავს კვირაში ორი ან სამი დღით განტვირთვას) და იმასაც მივსდევ.

ამ ყველაფრის შედეგად სულ რაღაც 13 დღეში ჩემი პარამატრები უკვე შეიცვალა, საშუალოდ კლება მაქვს 3-4 სანტიმეტრი, სხეულის ყველა იმ ნაწილში, რომელზეც ვმუშაობ.

ვარჯიშისას

მართალია, ზაფხულში ვარჯიში ერთი-ორად რთულია იმიტომ, რომ უსაზღვროდ ცხელა, თუმცა  პლიუსიც აქვს, როდესაც ვარჯიშიდან გამოდიხარ გაციების და სუსხის არ გეშინია. ვარჯიშის დაწყების შემდეგ ისევ აღვადგინე ანტი ცელულიტური კრემის გამოყენება, იმედია შედეგი სულ მალე იქნება (როგორც ეს ინსტრუქციაში წერია)

ვფიქრობ ზაფხული სხეულის კორექციისთვის რამდენიმე მიზეზითაა კარგი:

  1. ადრე თენდება და ადრეულად ვარჯიში ადვილია;
  2. ბევრი ხილი და ბოსტნეულია, რაც ჯანმრთელ კვებას აადვილებს;
  3. ცოტა გაცვია და გამოცვლა ადვილია;
  4. ზამთრის მატებას მომზადებული და ფორმაში შეხვდები და არ დანებდები.

ამ ყველაფერთან ერთად საკუთარ სხეულში კიდევ რამდენიმე დეტალის შეცვლას ვაპირებ, თუმცა სანამ არ განვახორციელებ ამ გეგმას, მანამდე საიდუმლოდ დავტოვებ.

ასე რომ თუ გეგმავთ ვარჯიშის დაწყებას, ნუღარ გადადებთ ხვალისთვის!