არ ვიცი შენიშნეთ თუ არა, მაგრამ დაახლოებით 3 თვეა ამ სვეტში არაფერი დამიწერია.

არ ვწერდი იმიტომ, რომ მცირე შესვენება მქონდა და ვერ დავდიოდი თიდანში (რიგი მიზეზების და გამო), თუმცა მინდა გაცნობოთ რომ მე ისევ აღვადგინე ვარჯიში და თიდანში სიარული, შესაბამისად უახლოეს მომავალში კიდევ გავაგრძელებ სტატიების წერას.

თიდანში დაბრუნებისთანავე რა თქმა უნდა, პირველი რაც გავაკეთეთ, ჩემი პარამეტრების გადასინჯვა იყო.

სამწუხაროდ ერთი თვე ვარჯიშისა დამიკარგავს და უკან დავბრუნებულვარ, მაგრამ ეგ არაფერი 1 თვის შედეგები რაა, სულ მალე უკეთეს ფორმაში ჩავდგები.

პირველი ვარჯიშის შემდეგ ყველა კუნთმა მაცნობა იმის შესახებ, რომ არსებობს და დაიღალა, თუმცა ეგ არაფერი.

მომავალში სტატიები აღარ იქნება დღეების მიხედვით დაყოფილი (თუნდაც იმიტომ რომ ვერ მოვახერხებ ისეთვე სიხშირით წერას როგორც აქამდე), თუმცა აუცილებლად გაცნობებთ ყველა სიახლისა და პროგრესის შესახებ.

დავბრუნდი

მაშ ასე მე დავბრუნდი თიდანში და ისევ ვაგრძელებ საკუთარი სხეულის კორექციას, შემომიერთდებით?