დღე XXVIII

წარმოიდგინეთ რა მოუვა ნებისმიერ კბილანებიან დანადგარს, რომ არ დაზეთოთ და არ ამუშავოთ ის რაღაც დროის განმავლობაში (თანაც თუ ეს რაღაც ადრე აქტიურ გამოყენებაში გქონდათ)? დაიჟანგება, დაიწყებს ჭრიალს, გაჭედავს და საბოლოოდ იქნებ გატყდეს კიდეც.

ზუსტად (აბსოლუტურად) იგივე მოსდის ჩვენს სხეულს – სახსრებსა და ძვლებს, როდესაც ჩვენ მათ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. მათში გროვდება მარილისა და სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებების კრისტალები, იწყებენ ტკივილს, ტკაცუნსა და ჭრაჭუნს.

თიდანის მომსახურებათა პაკეტი

მარტივი ცდა – მკვეთრად გადახარეთ თავი ერთი მხრიდან მეორესკენ , ან სცადეთ სხეულის ზედა ნაწილის(ტორსის) შემობრუნება ზურგისაკენ ისე, რომ მენჯი და ფეხები არ მიჰყვეს მას. დიდი შანსია რომ  უცნაური ტკაცატკუცი, ჭრაჭუნი და უსიამოვნო შეგრძნებებიც კი მიიღოთ შედეგად – ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული სადაცაა ჟანგვის პიკს მიაღწევს და დაიშლება.

თიდანში ვარჯიშისას შევატყვე რომ არა მხოლოდ კლება მიდის სხვადასხვა პრობლემურ ზონებში, არამედ სახსრებიც კი ფორმაში დგება. ჩემი მუხლები ( ანთების შემდეგ სულ მაწუხებდა) აღარ ჭრიალებენ, აღარ მტკივა (ერთ პოზაში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ), ხერხემალი უფრო მოქნილი და ელასტიური გახდა – დაღლასაც ნაკლებად ვგრძნობ.

მინდა გითხრათ – ყველას ვისაც მჯდომარე სტილის სამუშაო აქვს ასეთი პრობლემები ადრე თუ გვიან – ეწყება. გირჩევთ ამას დროულად მიხედოთ. ხო კიდევ რა უნდა მეთქვა იცით?

თიდანის საკონტაქტო ინფო

ხვალიდან ვიწყებ ანტიცელულიტური კრემის გამოყენებას პრობლემურ ზონებში ♥ ვნახოთ, რა გამოვა. ქალბატონმა თინათინმა მითხრა, რომ ძალიან კარგი რამეა და შედეგებიც გენიალური აქვსო ♥

შეგახსენებთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა გამხდარი ხართ, თუ არც ისე – ცელულიტი ნებისმიერი წონის, ზომისა და ფორმების მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ დროულად მიხედეთ ამ პუნქტსაც.

ამ კვირისათვის რამოდენიმე ალტერნატიული განტვირთვა მაქვს, რომელიმეს ავარჩევ და ვნახოთ, როგორი შედეგები იქნება. ნუ განტვირთვის ტიპი ისევ ცილოვანია.

ჩემი ანტიცელულიტური კრემი ♥