დღე XXVII

ვარჯიში სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, სიამოვნების შეგრძნება კი მეტად ძლიერდება. როდესაც ორგანიზმი ეჩვევა სტაბილურ ფიზიკურ აქტივობას, შემდეგ უკვე თვითონ ითხოვს ამას. როგორც კი თქვენ ჩააგდებთ 1-2 დღეს ისე, რომ არ დაიტვირთებით, ეგრევე განსხვავებული შეგრძნებები გექნებათ სხეულში.

თიდანის ვარჯიშების ერთ-ერთი დიდი პლიუსი ისაა, რომ თუ ვერ ახერხებთ დარბაზში მისვლას, შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი სპეციალური ვარჯიშები და ისინი სახლში ტელევიზორის წინ შეასრულოთ. პერიოდულობაში ჩავარდნა არ გექნებათ და შედეგიც არ გაგეწელებათ დროში.

გასახდელში

ისევ ვარგძელებ ატკინსისა და ბრეგის წიგნების კითხვას ხოდა აი რას შევხვდი ატკინსის წიგნში:

იმისათვის რომ თქვენი შედეგი გაამყაროთ და ხელები დროზე ადრე არ ჩამოუშვათ აუცილებელია შემქნათ შემდეგი სია:

  • ჟურნალი ყოველკვირეული მიღწევებისა და შედეგების ჩასანიშნად;
  • სპეციალური ცხრილი კვების რეჟიმის აღსაწერად;
  • რეცეპტები რომელებიც სასარგებლოა და დაგეხმარებათ კლებაში;
  • თქვენი მოტივაციის მიზეზების ჩამონათვალი (სასურველია ვიზუალიზაციით);
  • საბოლოო მიზნის სრულყოფილი აღწერა.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზუსტად მოტივაციისა და წინსვლისთვისაა საჭირო. და იმისათვის, რომ ყოველ წუთას თვალწინ გვედგას ის, თუ რისკენ ვისწრაფვით და რა გვინდა, რატომ წამოვიწყეთ ყველაფერი.

კიდევ ერთი, ატკინსს აქვს სპეციალური ცხრილი, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ განსზღვროთ გაქვთ თუ არა ”სისხლში შაქრის შემცველობის ცვლილების სტრესი” – რაც იმის დასადგენადაა – განიცდის თუ არა ძლიერ რყევებს თქვენი ორგანიზმის კვების რაცონის ცვლილებისას.

სტრესის გამოსავლენი ცხრილის ნაწილი

ეს ტესტი ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაში ძალიან უცნაურად იქცევა, იწყებს რესურსის დაგროვებას ეს კი კლებას არაფრით არ უხდება, ზუსტად ამის გამოა, რომ ხშირად დიეტის დროს გვემჩნევა უგუნებობა , გაღიზიანებადობა და სხვა ემოციური რყევები.