ეს არის სვეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიდის გახდომისა და ფორმების ცვლილების პროცესი ერთი თვის განმავლობაში, ფიტნეს ცენტრი თიდანის მიერ შემუშავებული ვარჯიშებისა და კვების კომპლექსით.

დღე XXIV

ვარჯიშისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიყოლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს თუ დარწმუნებული ხარ, რომ ნებისყოფა, მონდომება, ისევე როგორც მოტივაცია – გეყოფა და სათანადო დოზით გაქვს იმისათვის, რომ ყველაფერი ბოლომდე მიიყვანო და ეს სტაბილურ რეჟიმად აქციო.

მესმის, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია წახვიდე ვარჯიშზე სიზარმაცის გამო, უარი თქვა სასუსნავზე იმიტომ, რომ აი, ახლა ეს შენი განწყობისათვის როგორც ჰაერი, ისეა აუცილებელი, მაგრამ მაინც – მიზანი და მისი მიღწევა, ჩემი აზრით, უპირველესი რამეა!

როდესაც დასახავ მიზანს, უნდა გაწერო იქამდე მიღწევის გზები და მხოლოდ ამის მერე დაიწყო მოქმედება.

მეც ძალიან მეზარება ხოლმე (მომენტებში) ვარჯიში, ძალიან “მტკივა” ყოველი არ შეჭმული გემრიელობა (მსუნაგი ვარ, დიახ და ტკბილეულის მონა), მაგრამ როდესაც კარგად გავიაზრებ, რა იქნება ამის სანაცვლოდ – ძალიან კმაყოფილი გამომეტყველება მეფინება სახეზე.

კიდევ ერთი სერია ჩემი ცვლილებებისა

აღმოჩენა#1 -იცოდით, რომ ქალებისთვის ყოველთვიური პერიოდის დროს ვარჯიში იმაზე რთულია ვიდრე ჩვეულებრივ, რადგან ორგანიზმი დიდი ოდენობით სითხეს აკავებს და შეშუპებულია, მაგრამ სასარგებლო და ძალიან კარგია, რადგან ვარჯიშის შემდეგ ტკივილები, კუნთის დაჭიმვები მსუბუქდება და ზოგადი ტონუსი იმატებს.?

აღმოჩენა #2 –  წონაში კლებისათვის (ვარჯიშის დახმარებით) კარგი პერიოდია 16დან 50 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ ჰორმონალური რყევები სტაბილურ და მშვიდ რეჟიმშია გადასული.

აქვე გამოგიტყდებით უზომოდ მომწონს ვარჯიშისას ლაპარაკი, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, ეს არც ისე კარგი ჩვევაა, ხოდა მეც აქტიურად ვმუშაობ იმაზე, რომ გადავეჩვიო ამ მავნე რაღაცას. რთულია.

თიდანში სიარულისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ გამხდარი სხეული არაფრით არ უდრის აპრიორი ლამაზსა და მიმზიდველს, (შეიძლება ამან ცუდად ან/და გულღრძოდ გაიჟღეროს) მაგრამ ეს მმატებს შემართებას.

დღე XXV

დღეს ჩვეულებრივზე უფრო გვიან მივედი თიდანში (ასე იცის გვიან დაძინებამ და სულელურმა რეჟიმმა), ვარჯიშისას კი იმდენი ვიყავით, მარტივი კომბინაციით ვერ დავეტიეთ და სერიოზული მოქმედებები ჩავატარეთ იმისათვის, რომ ყველა კომფორტულად მოთავსებულიყო.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ასე მიჯრით, ვიღაცის გვერდით ვარჯიში ცუდია და დისკომფორტს მიქმნისო, მე კი გეტყვით, რომ ამაში არის რაღაც ძალიან საინტერესო. შეიძლება ენერგიების გაცვლა ვუწოდოთ ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ფაქტია ეს მომენტი არანაირ უარყოფით შეგრძნებებსა და დამოკიდებულებებს არ ქმნის.

დღეს ისეთი გათიშული და ნახევრად მძინარე ვიყავი მავიწყდებოდა ვარჯიშების თვლა და ზოგი იმდენი გავაკეთე, რომ სიარულისას კუნთები მიჭრაჭუნებს.

აშკარაა ფიზიკური აქტივობისას მთავარია მობილიზაცია და ყურადღება.

ბევრნი

ასევე ვარგძელებ (ნელა, მაგრამ მაინც) ატკინსის წიგნის კითხვას და იქ წერია, რომ რიგი ბაქტერიები და დაავადებები ხელს უშლის წონის კლებას და სერიოზულ ზიანს აყენებს იმუნიტეტს.

ასე რომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვარჯიშისა და სწორი კვების წამოწყება, აუცილებლად შეუარეთ ექიმს და გაიკეთეთ ანალიზები.