დღე XXIX

დღეს მეორედ ვივარჯიშე “დაანტიცელულიტკრემებულმა”, რა თქმა უნდა, ჯერ არანაირი შედეგი არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ გენიალური კრემია. კანში მომენტალურად იწოვება და არ აქვს გახურების ეფექტი. თანაც თიდანის ვარჯიშებთან ერთად ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეფექტს მოიტანს.

იცით თუ არა, რომ ნებისმიერი საქმიანობისას გონებისა და სხეულის ერთიან ტალღაზე მოსაყვანად არსებობს აფირმაციები?? ესენი მოკლე, სპეციალური შინაარსის შეგონებებია.

თიდანში

ისინი გამოიყენება ასტროლოგიასა და ფსიქოლოგიაში. აფირმაციები დადებითი განწყობისა და დადებითი

აზროვნების მისაღებად გამოიყენება.

ისინი მრავალნაირი არსებობს,ყველა მოქმედებისა და გეგმის შესაბამისად არის გაწერილი.

მაგალითად ჯამრთელი ცხოვრების წესისათვის ასეთი (რუსულ ენოვანი) აფირმაცია არსებობს:

“Я веду активный образ жизни.”

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ქართულ ენაზე არსებული აფირმაციების შესახებ,

მაგრამ ალბათ ასეთებიც მოიძებნება.

ხოდა რატომ ვახსენე ეხლა ეს აქ? იმისათვის რომ თქვენი გონება სრულად შეიგრძნობდეს (ყველა უჯრედით) იმას რასაც თქვენ აკეთებთ,

ძალიან კარგი იქნება გამოიყენოთ ასეთი სახის შეგონებები და არა თვითშეცოდება მაგალითად

(მაშინ, როდესაც გინდათ შოკოლადი, მაგრამ ვერ ჭამთ მას).

“Я легко отказываюсь от того, что не служит моему благу.”

ტვინი პირდაპირ პროპორციულად რეაგირებს თქვენს შეგრძნებებსა და ემოციებზე ისევე, როგორც ასეთ თვითდაჯერებით სამუშაოებზე.

ცვლილებები

ასე რომ მაშინ როდესაც თქვენ სრულიად გააზრებულად დაიწყებთ საკუთარ ჯამრთელობასა და ფორმაზე მუშაობს, ეცადეთ ნებისმიერი ხერხით შეიგრძნოთ ეს მოქმედება და მისი სისწორე.

მთელი ვარჯიშის განმავლობაში გულში ვიმეორებდი იმ ფრაზებს,რომელიც მაგულიანებდა

და არ მაძლევდა შანსს მოვდუნებულიყავი.